Carlos Ghosn Officially Confirms Rebirth of Datsun Brand in 2014, Reveals New Logo
20 მარტი
რამდენიმე კვირის წინ, ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, „ნისანი“ თავისი მივიწყებული და ერთ დროს ძალიან პოპულარული ბრენდის, „საცუნის“ აღდგენას აპირებს. მაგრამ მაშინ ეს ინფორმაცია დადასტურებული არ იყო. და აი, „რენო-ნისანის“ ალიანსის მთავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „დაცუნს“ აღადგენს და საზოგადოებას მისი ახალი ლოგოც ოფიციალურად წარუდგინა.
გონი ახლახანს ინდონეზიაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტ სუსილო ბამბანგ იუდჰოიონოს შეხვდა. მასთან აუდიენციის შემდეგ კი, მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ მალე „ნისანის“ მესამე ბრენდად (საკუთრივ ნისანის და ინფინიტის გარდა) „დაცუნს“ აღადგენს. ამასთან, ეს უკანასკნელიც გლობალური ბრენდი გახდება და მისი ლოგოთი იაფფასიანი ავტომობილები გაიყიდება. პრესკონფერენციაზე, გონმა ასევე „დაცუნის“ ახალი ლოგო წარადგინა.„იაპონური ავტოინდუსტრიის 80 წლის გამოცდილება „დაცუნშია“ თავმოყრილი, რომელიც „ნისანის“ გენის მნიშვნელოვანი ნაწილია. და ჩვენ ამ სიმდდრის გამოყენებას ვაპირებთ“, - ნათქვამია „ნისანის“ ოფიციალურ განცხადებაში.
„დაცუნის“ სახელით, იაპონიაში ავტომობილებს 1931 წლიდან აწარმოებდნენ. 1981 წელს, „ნისანმა“ ამ სახელის გაუქმება და მისი ავტომობილების საკუთარი ბრენდით წარმოება გადაწყვიტა. ამ ცვლილების განხორციელება რამდენიმე წელი გაგრძელდა, რის შემდეგაც, „დაცუნი“ ისტორიის საკუთრება გახდა. მაგრამ დრომ მისი დაბრუნების საჭიროება წარმოშვა.
გონის თქმით, „დაცუნის“ მარკით იაფფასიანი ავტომობილები გამოვა და ისინი პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზე გაიყიდება, როგორებიცაა ინდოეთი, ინდონეზია, ჩინეთი და რუსეთი. ამასთან, როიტერსთან საუბრისას გონმა ისიც აღნიშნა, რომ ამავე მარკით, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოებაც იგეგმება.
No comments:
Post a Comment