Wednesday, March 21, 2012

„ჰიუნდაი“ „სონატას“ და „ჯენეზისს“ განაახლებს

Hyundai CEO Says Redesigned Sonata Coming in 2014, Revamped Genesis Sedan in 2013
20 მარტი
სონატა
სააგენტო როიტერსთან საუბრისას, „ჰიუნდაი მოტორ კომპანის“ მთავარმა აღმასრულებელმა კიმ ჩუნ-ჰომ განაცხადა, რომ მისი კომპანია, საშუალო ზომის სედან „სონატას“ განახლებას 2014 წელს აპირებს. მანამდე კი ბაზარზე ასევე განახლებული, უფრო დიდი ზომის სედანი „ჯენეზისი“ გამოვა. ამასთან, ჩუნ-ჰოს არ დაუკონკრეტებია, ამ ორ ავტომობილს საფუძვლიანი ფეისლიფტინგი ელის, თუ მათი შემდეგი თაობის მოდელები მზადდება.

ახლანდელი „სონატა“ პირველად ბაზარზე 2009 წელს გამოჩნდა, როცა მისი კორეული დებიუტი შედგა. მოგვიანებით კი ის ამერიკის და ევროპის ბაზრებზეც გამოჩნდა და მაშინვე პოპულარობა მოიპოვა. შარშან ამ ავტომობილს ოდნავ შეუცვალეს გარეგნობა - „თხიერი სკულპტურის“ სრულყოფა „სონატაზეც“ აისახა.
ჯენეზისი
სხვათა შორის, თანამედროვე ავტოინდუსტრიაში, ამათუიმ მოდელის სიცოცხლის ხანგრძლივობა 5-6 წელია. გამოდის, რომ „სონატას“ მალე სრული შეცვლა უნდა ელოდეს. მაგრამ ამ ავტომობილის პოპულარობას თუ გავითვალისწინებთ, „ჰიუნდაი“ მას ალბათ ფეისლიფტინგს აკმარებს და შეცვლას ორი წლით გადადებს.
იგივე ითქმის უკანაამძრავიან სედან „ჯენეზისზეც“, რომელიც ბაზარზე 2008 წელს გამოვიდა. ოღონდ, ამ შემთხვევაში ერთი საყურადღებო ფაქტია გასათვალისწინებელი: „ჰიუნდაი“ თავისი მაღალი კლასის სედანების ახალი ბრენდით გაყიდვას აპირებს. სავარაუდოდ, ეს ბრენდი სახელად „ჯენეზისს“ მიიღებს. ახალი ბრენდის პირველი ნაბიჯი კი ალბათ სწორედ სედან „ჯენეზისის“ ახალი თაობის გამოსვლას დაემთხვევა...

No comments:

Post a Comment