The HRT F112 covers its first kilometres at Montmelo
6 მარტი
წინასასეზონო ტესტები დასრულდა და პელოტონის აუტსაიდერმა „ისპანიამ“ თავისი ახალი სარბოლი ავტომობილი ახლაღა გაგვაცნო. პირველად ის მონტმელოს ტრეკზე გაიყვანა, სადაც ინდოელმა ნარაინ კართიკეიანმა რამდენიმე წრე შეასრულა. რაც შეეხება მის ესპანელ თანაგუნდელ პედრო დე ლა როსას, მას არ უვარჯიშია. სამაგიეროდ, ახლახანს მრბოლთა ასოციაციის თავმჯდმარე გახდა.
ისევე როგორც „მარუსიამ“, რომელმაც ახლახანს ქრეშ ტესტებიც გაიარა, „ისპანიამაც“ მხოლოდ იმით იხეირა, რომ ფორმულა ერთის რეგლამენტი, ახალი მანქანის ფოტო და ვიდეო სესიაზე გამოყვანის უფლებას იძლევა. და ამ დროს, მანქანის ქმედუნარიანობის რეალური შემოწმება თითქმის შეუძლებელია. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ინჟინრები მცირე მონაცემების შეგროვებას მაინც შეძლებენ. რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში, მანქანის მოდერნიზებაზე ლაპარაკიც შეუძლებელია.
ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ისევე როგორც გასულ სეზონში, პელოტონს ამჯერადაც ორი გამოკვეთილი აუტსაიდერი ეყოლება - „მარუსია“ და „ისპანია“. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ „მაკლარენთან“ პარტნიორობის ხარჯზე, „მარუსიას“ ჩამორჩენის სწრაფად დაძლევის პოტენციალი გააჩნია, „ისპანიას“ კი ამ მხრივ, მარტოს მოუწევს ბრძოლა...
No comments:
Post a Comment