Ross Brawn sure Mercedes is ready to take a significant step forward this season
5 მარტი
„მერსედეს GP-ს“ შეფ როს ბრაუნს სჯერა, რომ მისი გუნდ ახალი სეზონისთვის კარგადაა მომზადებული, რაც სამქიმიანებს წინ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას მისცემს. მართალია, გუნდმა ხერესის ტესტები გამოტოვა, მაგრამ ბარსელონაში კონკურენტუნარიანად გამოიყურებოდა, რამაც ბრაუნის ოპტიმიზმი განაპირობა.
კითხვაზე, ახალი W03 უკეთესია, თუ შარშანდელი მანქანა, ბრაუნი პასუხობს: „კი, გაცილებით უკეთესი. მანქანის კონსტრუქციის ზოგიერთი ფუნდამენტური ნაწილი კარგია. გაგრილების სისტემა კარგია, ყველა სისტემა კარგად მუშაობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახლა ჩვენს ინჟინრებს მანქანის სრულყოფისთვის მუშაობა დასაწყისიდანვე მოუწევთ. გარდა ამისა, გუნდის სტრუქტურა გაცილებით ბრძოლისუნარიანია, ვიდრე აქამდე იყო. გაუმჯობესდა ინტელექტუალური რესურსი. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, რომ წინსვლას შევძლებთ.
პრობლემა, რომელსაც „მერსედეს GP“ ტესტების დროს წააწყდა, საბურავების სწრაფი ცვეთაა (სხვა გუნდების მანქანებთან შედარებით). ეს პრობლემა განსაკუთრებით საგრძნობი მაშინ იყო, როდესაც მანქანები რბილ საბურავებზე იდგა. მაგრამ ბრაუნი ამ პრობლემის არსებობას უარყოფს:
„ვფიქრობ, სირთულეს ის წარმოადგენდა, რომ სიცივეში ვარჯიში გვიწევდა. არადა, სეზონის განმავლობაში, სულ სხვადასხვა ხასიათის ტრასებზე, განსხვავებულ კლიმატურ პირობებში მოგვიწევს ასპარეზზობა. ეს კინშნავს, რომ ამ კუთხით, რაიმეზე წინასწარ ლაპარაჯს აზრი არ აქვს. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენ ვიცით, რა უნდა შევცვალოთ, ან გავაუმჯობესოთ, რათა რეზინის ცვეთა ასეთი ინტენსიური აღარ იყოს. მრბოლებმაც კარგად აუღეს ალღო ბალანსს და მათაც შეუძლიათ იმაზე ზრუნვა, რომ საბურავებმა დიდხანს იმუშაოს. სწორედ ამისთვის იყო ეს ტესტები სასარგებლო, რადგან მათ დროს მიღებულ ინფორმაციას, მელბურნამდე გამოვიყენებთ. პირველი რბოლები განსაკუთრებით საინტერესო იმითაც იქნება, რომ მათ დროს გამოჩნდება, ვინ როგორ გამოიყენა მოსამზადებელი დრო და ტესტები. არამგონია, მნიშვნელოვანი პრობლემა გვქონდეს. კარგი მანქანა მოვამზადეთ დს ეს სარბოლო სიმულაციების დროსაც გამოჩნდა“.
კითხვაზე, პელოტონის რომელ ნაწილში იქნებიან მისი პილოტები, ბრაუნი პასუხობს, რომ ერთადერთი, რისი თქმაც ამ ეტაპზეა შესაძლებელი, ისაა, რომ მოწინავეები ძალიან დაუახლოვდნენ ერთმანეთს:
„ამ მხრივ, თითქმის ყოველდღე ახალი რამ ხდებოდა. რეიტინგზე ლაპარაკი ჯერ ნაადრევია. მაგალითად, ახალი პაკეტით „რედ ბული“ არცთუ ისეთი შთამბეჭდავი იყო. მაგრამ მეორე მხრივ, მათ შესაძლოა ავზებში ბევრი საწვავი ესხათ. ეს კი მათს გარდა არავინ იცის. ვფიქრობ, ისინი კონკურენტულები იქნებიან და „მაკლარენიც“ კარგად გამოიყურება. რაც მთავარია, არა მგონია, ჩვენ მათგან შორს ვიყოთ. და მაინც, ამაზე ლაპარაკი ახლა ძნელია. ისე კი, მიმაჩნია, რომ ხუთი-ექვსი გუნდი მეტნაკლებად ახლოსაა ერთმანეთთან“.
No comments:
Post a Comment