With a Little Help from VW, Italdesign Giugiaro Looks Into the Future with the Brivido Concept
6 მარტი
უკვე თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ფოლკსვაგენმა“ „იტალდიზაინ ჯუჯაროს“ აქციების 90.1 პროცენტი გამოისყიდა. ამის აღსანიშნავად, შარშან იტალიურმა სტუდიამ „ფოლკსვაგენის“ ემბლემით, ჟენევაში ორი კონცეპტუალური ავტომობილი გამოფინა. მართალია, ამჯერად მის ერთადერთ კონცეპციას, სახელად „ბრივიდოს“, ვოლფსბურგული გიგანტის ემბლემა არ ამშვენებს, მაგრამ ბევრი რამ, მათ შორის ჰიბრიდული სისტემა, სწორედ გერმანული კომპანიისა გამოიყენა.
„ჩვენთვის და მთლიანად ჯგუფისთვის, 2012 წელი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ავტომობილით კი, ჩვენ ხალხს ოცნების და მომავლის წარმოდგენის საშუალებას მივცემთ. ეს სავარჯიშო იმისთვის შეიქმნა, რათა დაგანახოთ, როგორ შეიძლება სპორტული ავტომობილი იმავდროულად, გარემოსადმი მეგობრულიც იყოს. ამ მანქანაში ბევრი ტექნლოგიური სიახლე გამოვიყენეთ და იმავდროულად, მგზავრთა კომფორტზეც ვიზრუნეთ“, - „ბრივიდოს“ პრეზენტაციაზე განაცხადა ჯორჯეტო ჯუჯარომ.
„ბრივიდო“ სრულად ფუნქციონირებადი კონცეპტუალური ავტომობილია, რომელიც შეიმუშავეს და ააგეს „იტალდიზაინ ჯუჯაროს“ მონკალიერის ქარხანაში. მის ჰიბრიდულ სისტემაში შევიდა ბენზინის 3.0-ლიტრიანი და ერთიც ელექტროძრავი, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 360 ცხენის ძალას აღწევს. მისი მეშვეობით, თოლიას ფრთის მსგავსი კარების მქონე ავტომობილი, ადგილიდან ასის აკრეფას 5.8 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 275 კმ/სთ-ია.
„ბრივიდოს“ ძარა და შასის უმეტესი ნაწილი, ალუმინისა და კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგანაა შექმნილი. სალონში ოთხი სავარძელია. მაჩვენებლების მრავალფუნქციური დაფა „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის ელექტრონიკის კვლევის კალიფორნიულ ლაბორატორიაშია შემუშავებული. ამასთან, მძღოლსაც და მის გვერდითა მგზავრსაც, თავ-თავისი მაჩვენებლების პანელი აქვთ. და თუ პირველს ის ავტომობილის კონტროლისთვის და მართვისთვის სჭირდება, მეორესთვის ამ დაფას უფრო გართობის ფუნქცია ეკისრება. ამასთან, მძღოლს კიდევ ორი მონიტორი ემსახურება, რომლებზეც უკანა ხედვის კამერებისგან მიღებული გამოსახულებები აღიბეჭდება.
No comments:
Post a Comment