Opel Enigma is a Design Concept Based on the Chevy Camaro by David Cardoso
30 მარტი
„ოპელს“ და მის ბრიტანელ ტყუპისცალ „ვოქსოლს“ ძნელი პერიოდი აქვთ. კრიზისი ძალიან გაჭიანურდა და უკვე აღარც იმაზე დაობს ვინმე, რომ ის ქარხნების დახურვის გარეშე ვერ გადაილახება. რა თქმა უნდა, ასეთ დროს „ოპელს“ არ შეუძლია ინვესტირება პროექტში, რომელიც მცირეტირაჟიანი სპორტული ავტომობილის გამოშვებას შეიძლება ითვალისწინებდეს.
ადრე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ „ოპელს“ გეგმებში ორკარიანი კუპეს წარმოება აქვს. მაგრამ სწორედ ამ კრიზისის გამო, პროექტი გაჩერებულია. და არავინ იცის, მას თაროდან როდის ჩამოიღებენ. მაგრამ ეს არაა იმის საბაბი, რომ დამოუკიდებელმა დიზაინერებმა, როგორიცაა პორტუგალიელი დავიდ კარდოსო, ასეთი ავტომობილის მათეული ხედვა არ შეიმუშაონ.
კარდოსო ბევრი საინტერესო დამოუკიდებელი პროექტითაა ცნობილი და ამჯერად მისი ხელი „ოპელის“ სწორედ ამ განუხორციელებელ პროექტს შეეხო. თავისი ნამუშევრის განმარტებაში, რომელსაც „ოპელ ენიგმა“ უწოდა, ის გვამცნობს, ბაზისად „შევროლე კამაროს“ პლატფორმა აიღო, რომელსაც უკანა წამყვანი ბორბლები აქვს:
„სპორტული, ოთხადგილიანი კუპე „ოპელ ენიგმა“, „შევროლე კამაროს“ პლატფორმაზეა ბაზირებული. ამ კონცეპციისთვის შეიძლებოდა „კუპე ინსინია“ გვეწოდებინა, თუმცა მე უფრო „კალიბრას“ ვამჯობინებდი. მანქანის უკანა ნაწილი „ინსინიას“ შთაგონებით შეიქმნა, გვერდიდან და წინიდან კი ის ალბათ უფრო კონცეპტუალურ „ფლექსტრიმს“ და „ასტრა GTC-ს“ მოგაგონებთ“.
No comments:
Post a Comment