Daimler and China's BYD Name Their New EV Brand Denza
30 მარტი
ოპრი წელია, რაც „დაიმლერმა“ და ჩინურმა BYD-მა ერთობლივი კომპანია ჩამოაყალიბეს, რომელსაც თავიდან BDNT (BYD დაიმლერ ნიუ ტექნოლოჯი) ეწოდა და რომლის დანიშნულებაც, ჩინური ბაზრისთვის ხელმისაწვდომი ელექტრომობილების შემუშავება და წარმოებაა.
და აი ახლახანს, პარტნიორმა კომპანიებმა ოფიციალურად გამოაცხადეს, რომ მათს ერთობლივ კომპანიას „დენცა“ ეწოდა, მის პირველ კონცეპტუალურ ავტომობილს კი რამდენიმე დღეში, პეკინის ავტო შოუზე ვნახავთ. ასევე გამოცხადდა ისიც, რომ ამ ავტომობილის სერიული წარმოება 2013 წელს დაიწყება.
„დენცას“ პირველი ავტომობილის შესახებ პრაქტიკულად არაფერია ცნობილი. თუმცა BYD-ის პრეზიდენტი ვან ჩუანფუ ამბობს, რომ ამ ავტომობილის ელემენტები და ელექტრონული ამძრავი სისტემა მისი კომპანიის მიერაა შემუშავებული. ცნობისათვის, BYD ლითიუმ-იონური ელემენტების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მთელს მსოფლიოში.
„ჩვენ „დაიმლერის“ სახით იდეალური პარტნიორი გვყავს. კონცეპტუალური ავტომობილისთვის სისტემა e-დრაივი და ელემენტები BYD-მა შეიმუშავა. ამასთან, ჩინეთის ბაზარზე ელექტრომობილებსაც ჩვენ შევიტანთ. ავტომობილების კონსტრუირებაში „დაიმლერის“ გამოცდილებისა და ელექტრომობილებთან დაკავშირებული მისი სიახლეების წყალობით, „დენცა“ თავიდანვე მოწინავე პოზიციას დაიკავებს ალტერნატიულ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების სეგმენტში“, - ამბობს ჩუანფუ.
No comments:
Post a Comment