Sebastian Vettel says he needs a step overnight after difficult Friday practice
16 მარტი
სებასტიან ფეტელი იმედოვნებს, რომ კვალიფიკაციამდე „რედ ბულ რეისინგი“ მისი მანქანის სათანადოდ მომართვას შეძლებს, რაც სიჩქარის გაზრდაში და პოულისთვის ბრძოლაში დაეხმარება. თუმცა, ამ ეტაპზე ის თვლის, რომ კვალიფიკაციის მესამე ეტაპზე გასვლა წარმატება იქნება.
პირველ პრაქტიკაზე მსოფიოს ორგზის ჩემპიონი ჩიოდა, რომ მანქანა ძნელად სამართავი იყო. მეორე პრაქტიკის შემდეგ კი შედარებით კმაყოფილი ჩანდა. პირველ პრაქტიკაზე მან მე-11, მეორეზე კი მე-10 დრო დააფიქსირა.
„შესაძლოა, ყველაფერი ისე ვერ გავაკეთეთ, როგორც გვჭირდებოდა, მაგრამ წინსვლა აშკარა იყო და ამითაც კმაყოფილი ვარ. პირველ პრაქტიკაზე მანქანა დაუმორჩილებელი იყო, მეორეზე კი გაცილებით უკეთ მუშაობდა. ამინდმაც ხელი შეგვიშალა. რა თქმა უნდა, ყველას ერთნაირ პირობებში გვიწევდა ვარჯიში. ახლა მთავარია, რომ ინჟინრებმა ოპტიმალურ ბალანსს მიაგნონ. იმედია, კვალიფიკაციაზე გაცილებით სწრაფები ვიქნებით“, - ამბობს ფეტელი.
მისთვის რთული პრაქტიკებიდან გამომდინარე, ჩემპიონი თვლის, რომ კვალიფიკაციაზე მისთვის მთავარი მესამე ეტაპზე გასვლა იქნება. მერე კი გამოჩნდება, რისი შანსი აქვს.
„ახლა მტავარია, რომ კარგად გავაანალიზოთ ყველაფერი. მეორე სესიის ბოლოს, შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, ვინ რა სტრატეგიაზე მუშაობდა. ვინ ხსნიდა უკანა ფრთას, ვინ - არა. ვის მეტი საწვავი ესხა ავზში, ვინ რა სიმაგრის საბურავით იყო. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს. კვალიფიკაციაზე მთავარია, რომ მესამე ეტაპზე გავიდეთ. მერე გამოჩნდება, რისი შანსი გვაქვს“, - დასძენს ფეტელი.
No comments:
Post a Comment