Hamilton 'massively excited' ahead of first F1 qualifying session of the year
16 მარტი
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ მოუთმენლად ელის კვალიფიკაციას და ძალიან აინტერესებს მისი შედეგები, რადგან მათ მიხედვით სესაძლებელი იქნება გუნდების მომზადების დონის განსაზღვრა. ამასთან დარწმუნებულია, რომ „მაკლარენი“ პოულისთვის იბრძოლებს.
წვიმიანი პრაქტიკების გამო, გუნდების კონკურენტუნარიანობის დონის განსაზღვრა შეუძლებელი გახადა. ამიტომ შეუძლებელია იმის თქმა, თუ ვინ იბრძოლებს გამარჯვებისთვის. მართალია, პირველ პრაქტიკაზე ჯენსონ ბატონმა და ჰამილტონმა საუკეთესო შედეგები დააფიქსირეს, ეს კიდევ არაფერს ნიშნავს. ბრიტანელ მრბოლს მიაჩნია, რომ კვალიფიკაციაში დაძაბული ბრძოლა იქნება.
„ჩვენ ვგრძნობთ, რომ სადღაც წინ უნდა ვიყოთ. თუმცა ვერავინ იტყვის, პრაქტიკებზე ვის რამდენი ესხა ავზებში. ვფიქრობ, ჩვენს, რედ ბულს, ფერარისა და მერსედესს შორის სხვაობა მცირე იქნება. მოკლედ, ძალიან საინტერესო მესამე პრაქტიკა გველის. როგორც წესი, ამ დროს ყველა მსგავსი პროგრამით ვარჯიშობს, რადგან ამ პრაქტიკას კვალიფიკაციისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ. ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები“, - ამბობს ჰამილტონი.
მართალია, მას მეორე პრაქტიკაზე ბევრი არ უვლია, მაგრამ ამით გაწბილებული სულაც არ დარჩენილა და ამბობს, რომ უფრო მეტი მნიშვნელობას მესამე პრაქტიკას ანიჭებს, რომელზეც რაც შეიძლება ბევრი წრის გავლას აპირებს.
„ცოტა წრეს არ გავუწბილებივარ. უბრალოდ, ეს დამღლელი იყო. და რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, ტრასაზე ვყოფილიყავი. მესამე პრაქტიკის დასაწყისიდანვე ტრასაზე ვიქნებით, რათა მანქანის უკეთ დარეგულირება მოვასწროთ. საერთოდ კი, ყველაზე მეტი მუშაობა ალბათ საბურავებზე მოგვიწევს, რადგან სიგრილეში მათი ოპტიმალურად გამოყენება გაძნელებულია“, - ამბობს მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონი.
ჰამილტონს შეახსენეს, რომ ავსტრალიაში გამართული წინა ხუთი რბოლიდან, ოთხი იმ პილოტმა მოიგო, ვინც სტარტი პოულიდან აიღო. ამაზე ბრიტანელს ასეთი მოსაზრება აქვს: „რა ტქმა უნდა, პოულ პოზიცია მნიშვნელოვანია, მაგრამ არ მგონია, ეს ფაქტორი ყოველთვის გადამწყვეტი იყოს“.
No comments:
Post a Comment