Brawn plays down performance advantage of Mercedes' DRS-activated F-duct
16 მარტი
„მერსედესის“ შეფი როს ბრაუნი ამბობს, რომ მისი გუნდის მანქანის უკანა ფრთის ინოვაციური კონსტრუქცია დიდ მოგებას არ იძლევა. პარასკევის თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, ბრიტანულმა გამოცემა „ავტოსპორტმა“ W03-ის უკანა ფრთის ის ფოტოები გაავრცელა, რომელზეც ჩანს, DRS-ის ამოქმედების შემდეგ როგორ შიშვლდება ფრთის ვერტიკალურ სიბრტყეში არსებული ღრიჭო, რომელიც ფრთის სტაციონარული ნაწილიდან, ჰაერის ნაკადის ნაწილს გაურკვეველი მიმართულებით გზავნის. ღრიჭო ფრთის მოძრავი ნაწილის საწყის პოზიციაში დაბრუნებისთანავე იფარება და ჰაერის ნაკადიც ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება.

მეტოქე გუნდებში ჯერ არ იციან, რა მიმართულებით მიედინება ღრიჭოთი „დაჭერილი“ ჰაერის ნაკადი. ზოგი თვლის, რომ შესაძლოა, ჰაერსადინარის სისტემა ამ ნაკადს დიფუზორისკენ გზავნის, უფრო თამამი მოსაზრებით კი ეს ნაკადი წინა ფრთაზე გამოდის. არაა გამორიცხული, რომ ეს ნაკადი იქვე, ფრთის უძრავი ნაწილის ქვედა მხრიდან გამოდიოდეს, რაც მთლიანად ფრთის განტვირთვას და ამგვარად, მანქანის სიჩქარის ზრდას შეუწყობს ხელს.
უკანა ფრთის უძრავი ნაწილის განივკვეთი |
მაგრამ ბრაუნი ამბობს, რომ ეს სისტემა მისი გუნდის მთავარი კოზირი, „ოქროს ბილეთი“ ნამდვილად არ არის. „ჩვენ საინტერესო სიახლე შევიმუშავეთ, რომელსაც მეტოქეები დააკვირდებიან და თავად გადაწყვეტენ, ღირს თუ არა მისი კოპირება. შემიძლია ვთქვა, რომ ის მანქანის მახასიათებლებს იმ ხარისხით ვერ აუმჯობესებს, როგორც წინა სეზონების ცნობილი კონცეპციების შემთხვევებში ხდებოდა. რა თქმა უნდა, ეს სისტემა რაღაცას გვაძლევს და სწორედ ამიტომ გამოვიყენეთ. თუმცა დიდ უპირატესობას არ იძლევა“, - ამბობს ბრაუნი.
იმავდროულად, სამქიმიანების შეფი ამაყობს იმითაც, რომ მისი გუნდის მანქანაზე ამ სეზონისთვის რამდენიმე საინტერესო სიახლე გამოჩნდა. მისი თქმით, სიახლეების დანერგვა, ფორმულა ერთის მამოძრავებელი ძალაა. „შემიძლია გითხრათ, რომ ტექნიკური ნოვაციები ფ1-ის აურას ქმნიან. ჩემთვის ფორმულა ერთი არამარტო მრბოლების გამოა მიმზიდველი, არამედ იმ სიახლეების, აზროვნების სისხარტის გამოც, რომლებითაც ასე ხშირად გვაოცებენ ინჟინრები“.
No comments:
Post a Comment