Kimi Raikkonen fears power steering issues will take a while to be sorted
16 მარტი
კიმის "ლოტუსზე" პრობლემას საჭის მექანიზმი ქმნის |
კიმი რაიკონენი შიშობს, „ლოტუსს“ გარკვეული დრო დასჭირდება იმისათვის, რომ საჭის გამაძლიერებლის პრობლემები სრულად მოაგვაროს. თავისუფალ პრაქტიკებზე მის მანქანაზე სწორედ საჭის გამაძლიერებელი გაჭირვეულდა, რის გამოვ, მეორე სესიაზე ფინელმა მხოლოდ შვიდი წრის გავლა შეძლო.
რაიკონენს სურს, რომ საჭის მექანიზმი უფრო მეტი სიზუსტით მუშაობდეს. მაგრამ ენსტოუნელების მიერ აქამდე შესრულებულმა მოდიფიკაციებმა სასურველი შედეგი არ გამოიღო. ფინელი იმედოვნებს, რომ მალაიზიური ეტაპისთვის, მის მანქანაზე საჭის მექანიზმი უკეთ იმუშავებს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ისეთი მექანიზმი, რომელიც ყველა ტიპის ტრასაზე ერთნაირად კარგად იმუშავებს, ამ ეტაპზე ვერ ექნება.„ეს არის, რაც არის. ვეცდები, ამითაც კარგი შედეგი მივიღო. ზოგიერთ ტრასაზე ასეთი საჭე კარგად იმუშავებს, მაგრამ გარკვეულ პირობებში და ადგილებში, ის პრობლემებს შეგვიქმნის. იმედია, მომდევნო რბოლის წინ, ახალ მექანიზმს მივიღებთ და ყველაფერი კარგად იქნება. თუმცა ვფიქრობ, რომ ისეთი მექანიზმი, როგორიც მე მჭირდება, ასე მალე ვერ გვექნება. მელბურნში იმითაც კმაყოფილი ვარ, რაც გვაქვს, მაგრამ ზოგი ტრასისთვის, სისტემა აუცილებლად დასახვეწი იქნება“, - ამბობს მსოფლიოს 2007 წლის ჩემპიონი.
ფინელი მრბოლი ამბობს, რომ თავისუფალ პრაქტიკებზე „ლოტუსი“ ახალი საჭის გამოცდას აპირებდა, მაგრამ ამან პრობლემები შექმნა. მისი თქმით, გუნდს საჭის ბევრი მექანიზმი აქვს, მაგრამ პრაქტიკებზე ყველას გასინჯვა ვერ ოხერხდა.
„ჩვენ მათ გამოცდას აუცილებლად ვაპირებთ და თავისუფალი პრაქტიკები ამისთვის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ აქ წვიმიანი ამინდი დაგვხვდა, სველ ტრასაზე საჭის მექანიზმების გამოცდას კი აზრი არ ჰქონდა. იმ ვარანტზე, რომელიც თავიდანვე დავაყენეთ, ზოგი რამ შევცვალეთ და ვფიქრობ, უკეთესად იმუშავა. ნებისმიერ შემთხვევაში, რბოლაზე სწორედ ამ ვარიანტით გამოვალთ“, - დასძენს რაიკონენი.
No comments:
Post a Comment