Sunday, April 8, 2012

"გალფმა" თავისი სარბოლი გუნდი წარმოგვიდგინა


ვარდების მოედანზე, კომპანია "გალფმა" თავისი სარბოლი გუნდის პრეზენტაცია ჩაატარა. საზოგადოებას გააცნეს ფორმულა "ალფასა" და კლას "ლეჯენდსში" მონაწილე გუნდები, მათი მანქანები და მრბოლები. "გალფი" პირველი გუნდია, რომელმაც ახალი სეზონის წინ თავისი შემადგენლობა გაგვაცნო. პრეზენტაცია დრიფტერების აკომპანიმენტით ჩატარდა.


ლაშა ჭანტურია
გიორგი ბეჟიტაშვილი
ნიკა ადეიშვილი
მამუკა მელაძე
"გალფის" ფორმულა "ალფას" მანქანებით იასპარეზებენ გამოცდილი მამუკა მელაძე და ახალგაზრდა მრბოლი ნიკა ადეიშვილი. იმის გამო, რომ ფორმულას კლასის ავტომობილებს გზის საფარიდან მინიმალური დაშორება აქვს, ვარდობის ქვაფენილიან მოედანზე მათი სარბოლ რეჟიმში გამოყვანა არ მოხერხდა. სამაგიეროდ, დრიფრის მასტერკლასი ჩაატარეს "ლეჯენდსით" მოასპარეზე გიორგი ბეჟიტაშვილმა და ლაშა ჭანტურიამ. მათს საჩვენებელ გამოსვლას, მოედანზე შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა ინტერესით ადევნა თვალყური.

No comments:

Post a Comment