Edsel Ford's 1934 Model 40 Special Speedster
8 აპრილი
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ამერიკის ტერიტორიაზე ჩატარებული საავტომობილო შოუების ერთ-ერთი უცვლელი ექსპონატი ამ ფოტოზე გამოსახული 1934 წლის „მოდელ 40 სპეშლ სპიდსტერია“, ავტომობილი, რომელიც ედსელ ფორდის ხელმძღვანელობით შეიქმნა.
პირველად ის მონტერეის (კალიფორნია) ელეგანტურობის კონკურესზე გამოჩნდა, შემდეგ დეტროიტის მოტორ შოუზეც, კობო სენტერის საგამოფენო ჰოლშიც მიუჩინეს ადგილი, ახლახანს კი ნიუ იორკის ავტო შოუზე მიიღო მონაწილეობა. ეს ჩვენებები ამ ავტომობილის ისტორიის დაწყებიდან 80 წლის იუბილეს უკავშირდება. ისტორია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ევროპიდან ამერიკაში დაბრუნდა ედსელ ფორდი, „ფორდის“ დამაარსებელ ჰენრი ფორდის შვილი. ედსელმა დეტროიტში ევროპული სტილის დამკვიდრება მოისურვა და კომპანიის დიზაინის დირექტორ ეი.ტი. გრეგორის, ევროპული მოდის შესაბამისი სპორტული ავტომობილის შემუშავება სთხოვა.
თავიდან დაიწყეს მუშაობა 1934 სამოდელო წლის „ფორდზე“, თუმცა მალევე მიმართულება შეიცვალა და არჩევანი ორადგილიან სპორტულ ავტომობილზე შეჩერდა. რაც მთავარია, ამ ავტომობილზე გამოიყენეს უახლესი ტექნლოგიები, რომელთა გამოყენებასაც „ფორდი“ რამდენიმე წლის განმავლობაში არ აპირებდა. ავტომობილი 952 კილოგრამს იწონიდა და ის 75-ცხენისძალიანი V8 ძრავით იყო აღჭურვილი. თუმცა, მოგვიანებით, ეს ძრავი „მერკურის“ 100-ცხენისძალიანი V8 აგრეგატით შეცვალეს.
ედსელს, ვინც თავის სიკვდილამდე (1943 წლამდე) „ფორდს“ ხელმძღვანელობდა, ეს ავტომობილი ძალიან მოსწონდა და მას სამოძრაოდ ხშირად იყენებდა. მისი სიკვდილის შემდეგ, ავტომობილმა არაერთი პატრონი გამოიცვალა. მაგრამ მალე კოლექციონერთა ხედვის არედან გაქრა. 1999 წელს კი ისევ გამოჩნდა, როცა ის უცნობმა კოლექციონერმა 1.76 მილიონ დოლარად შეიძინა. მაგრამ მალე ეს კოლექციონერიც აღესრულა და მისი ავტომობილი ედსელ და ელეონორა ფორდის სახლს გადაეცა,სადაც სრული რესტავრაცია ჩაუტარდა...
No comments:
Post a Comment