პროგრამასთან ერთად, თქვენს წინაშე აღმოჩნდება საინტერესო სტატისტიკა (ტრასის, მანქანების), საინტერესო ამბები, რომლებსაც სხვაგან ქართულად ვერ წაიკითხავთ, გაგაცნობთ რბოლების განრიგსა და წესებს, ქულათა დარიცხვის სისტემას.
შოთა აფხაზავა და მისი სარბოლი ბედაური |
- ვინ არის ის ადამიანი, რომელმაც ავტოსპორტის ქართველ მოყვარულს ასეთი შესანიშნავი ავტოდრომი აღირსა? "ავტო მოტორი" ბატონ შოთა აფხაზავას გაგაცნობთ, ადამიანს, ვინც არცთუ დიდი ხნის წინ, რუსული ავტოსპორტის განვითარებაში დიდი როლი ითამაშა, 2008 წლის შემდეგ კი იმავე მიზნით, საქართველოში დაბრუნდა...
- გაინტერესებთ, საიდან მოდის ტერმინი "ლეჯენდს" და რატომ სარგებლობს ეს კლასი მთელს მსოფლიოში მზარდი პოპულარობით? რა საერთო აქვს მას ამერიკელ ბუტლეგერებთან, რომლებიც პირველ რიგში, იქაური მაფიის გაძლიერებასთან ასოცირდებიან? წაიკითხეთ "ავტო მოტორში" დაბეჭდილი პროგრამა.
- გინდათ, უკეთ გაეცნოთ ახალ ავტოდრომს, რომლის პროექტიც თვით FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის) პრეზიდენტმა ჟან ტოდტმა მოიწონა? ვინც არ იცის, ან ვისაც დაავიწყდა, შეგახსენებთ, რომ ერთ დროს ამ კაცმა "პეჟოს" რალის მსოფლიო ჩემპიონატსა და დაკარის რალი-მარათონზე მოახვეჭინა სახელი, მერე კი "ფერარიში" გადავიდა და იტალიურ გუნდს, მიხაელ შუმახერთან ერთად, ოქროს ხანა აჩუქა? - გაეცანით "ავტო მოტორში" დაბეჭდილ პროგრამას.
და საერთოდ, გაინტერესებთ ავტოსპორტი? "ავტო მოტორი" ამ საოცარი სამყაროდან ბევრ საინტერესო ამბავს მოგიყვებათ...
No comments:
Post a Comment