Sunday, April 15, 2012

პიტსტოპები ჩინეთში

Mercedes on top of tyre issues after Chinese Grand Prix win
15 აპრილი

როგორც „პირელის“ მოტორსპორტის შეფი პოლ ჰემბრი ყვება, ჩინეთის დიდ პრიზზე ნიკო როსბერგის გამარჯვება იმის აშკარა დასტურია, რომ „მერსედესში“ ახალ საბურავებს ალღო აუღეს და მისი პოტენციალის სრულად ათვისების გზას მიაგნეს.
არადა, შანჰაის რბოლამდე, გერმანული გუნდის მანქანები კვალიფიკაციაზე სისწრაფით კი გვაოცებდნენ, თუმცა რბოლაში მათი ტემპი გამარჯვებისთვის საკმარისი არ იყო. ამას კი ერთი მტავარი მიზეზი ჰქონდა - „ვერცხლისფერი ისრები“ საბურავების ინტენსიური ცვეთით გამოირჩეოდნენ.

ჩინეთში კი ასეთი არაფერი მომხდარა. როსბერგმა პოული სტარტზევე ლიდერობად აქცია. მოწინავე პოზიციას ის მხოლოდ მაშინ თმობდა, როცა პიტ სტოპის შესრულება უწევდა. თავისი მთავარი მეტოქეების, „მაკლარენის“ პილოტებისა და „რედ ბულის“ მარკ უებერისგან განსხვავებით, მან მხოლოდ ორჯერ გამოცვალა საბურავები და თუ სტარტი რბილი რეზინით აიღო, შემდეგ ორივეჯერ საშუალო სიმყარის საბურავები დააყენა.
„რბოლამდე ვფიქრობდით, რომ ყველაზე რეალური სამსტოპიანი სტრატეგია იქნებოდა, ორიანი კი შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, ოღონდ ლიმიტის ზღვარზე. ალბათ შენიშნავდით, რომ ერთ მომენტში „მერსედესში“ ვერ გადაეწყვიტათ, მესამედაც გაჩერებულიყვნენ, თუ არა. მათთან მე არ მილაპარაკია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ თემას განიხილავდნენ. ამ რბოლამდე ყველა ლაპარაკობდა იმაზე, რომ „მერსედესის“ მანქანები საბურავებს მალე ცვეთენ. მაგრამ აქ გამოჩნდა, რომ მათ საბურავებს ალღო აუღეს“, - ამბობს ჰემბრი.
ის დასძენს, რომ როსბერგს სტარტიდანვე დაწინაურებაც დაეხმარა, რადგან ამ დროს ის უფრო უფრთხილდებოდა საბურავებს. კითხვაზე, როსბერგმა პირველი პიტსტოპი ძალიან ხომ არ დააგვიანა, რითაც ჯენსონ ბატონს დაწევის შანსი მისცა, ჰემბრი პასუხობს:
„არა, ასე არ ვფიქრობ. ისინი რეზინის ცვეთის ხარისხს მუდმივად აკონტროლებდნენ, რაც სტრატეგიის ცვლის საშუალებას აძლევდა. საერთოდ, ბევრმა გუნდმა, პირველ სტოპამდე შეცვალა სტრატეგია. და ასე სეზონის განმავლობაში ხშირად მოხდება. შემიძია ვთქვა, რომ „მაკლარენის“ სამ სტოპიანი სტრატეგიაც კარგი იყო. ბოლოს აღმოჩნდა, რომ სტარტზე მიღებული უპირატესობის წყალობით, „მერსედესის“ ორიანი სტრატეგია უფრო მომგებიანი ყოფილა. ფ1-ში დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ჰაერის უშფოთველ არეში მოძრაობ, ეს ყოველთვის გაძლევს უპირატესობას, რადგან აეროდინამიკა მაქსიმალურად ეფექტურია“.


საბურავების ფრონტზე
                                   დ        1 სტ           2 სტ             3 სტ          4 სტ     პ/სტოპ
1. როსბერგი              SU       MN(13)      MN(34)        -                  -           2
2. ბატონი                  SU       SU(11)        MN(24)        MN(39)       -           3
3. ჰამილტონი          SU       SU(10)         MN(22)        MN(38)       -           3
4. უებერი                  SU       MN (6)        MU(21)        MN(34)       -           3
5. ფეტელი                SN       MN (9)        MN(31)        -                 -           2
6. გროჟანი                SU       MN(11)       MU(32)        -                 -            2
7. სენა                       MN      SN(12)        MN(29)        -                 -            2
8. მალდონადო         SN       MN(11)       MN(33)        -                 -           2
9. ალონსო                 SU       MU(12)       SU(27)         MU(38)       -           3
10. კობაიაში             SU       MN (9)         SU(25)         MN(38)       -          3
11. პერესი                 SU       MN(16)        MN(35)       -                  -          2
12. დი რესტა            SN       MN(11)        MN(32)       -                  -          2
13. მასა                     MN      MN(18)        SN(41)        -                  -          2
14. რაიკონენი          SU       MN(10)        MU(28)       -                  -          2
15. ჰულკენბერგი     SU       MN (9)         MN(30)       -                  -          2
16. ვერნი                  MN      MN(11)        SN(28)        SN(41)         -          3
17. რიკიარდო          MN      SU(17)         MN(33)       -                  -          2
18. პეტროვი             SN       MN(10)        MN(29)       -                  -          2
19. გლოკი                SN       MN(18)        MN(36)       -                  -          2
20. პიკი                    SN       MN(19)        MN(37)       MU(48)        -          3
21. დე ლა როსა       SN       SU(17)          MN(31)       -                  -          2
22. კართიკეიანი     SN       SU(16)          MN(32)       -                  -          2
23. კოვალაინენი     SN       MN(12)        MN(28)       MU(29)        SU(47) 4
24. შუმახერი           SU       MN(12)         -                 -                  -          1NC

შენიშვნა:
დ - დაწყება
1, 2, 3, 4 სტ - პიტსტოპები
პ/სტოპ - პიტსტოპების რაოდენობა
SN - რბილი, ახალი
SU - რბილი, გაცვეთილი
MN - საშუალო, ახალი
MU - საშუალო, გაცვეთილი
NC - კლასიფიკაცია ვერ მიღო

No comments:

Post a Comment