First Photos of Lamborghini Urus SUV Concept Drip Onto the Web
20 აპრილი
პეკინის ავტო შოუს გახსნამდე, ინტერნეტში ყველაზე მოთხოვნადი ინფორმაცია სწორედ ამ ავტომობილზეა და აი, მისი პირველი ფოტოებიც (უფრო ფოტო ესკიზები) გამოჩნდა. თქვენს წინაშეა „ლამბორგინი ურუსი“, მანქანა, რომელიც სუპერ ავტომობილების იტალიური მწარმოებლის სამოდელო გამას სამამდე გაზრდის.
გუშინ გამოქვეყნებული ესკიზური ტიზერიდანაც ჩანდა და ახლა უკვე დადასტურდა, რომ ეს არის უგზოობის კუპე, როგორიცაა „ბეემვეს“ X6, ოღონდ მასზე აგრესიული გარეგნობით და მასავით ოთხი კარით, რაც ცოტა გასაკვირიც კია. ეს „ფოლკსვაგენის“ ჯგუფში შემავალი პრემიუმ ბრენდების (ლამბორგინი, ბუგატი და ბენტლი) მეორე უგზოობის ავტომობილია, რომლებიც მათ ამ ორ თვეშ გამოფინეს. პირველი „ბენტლიმ“ ჟენევაში გვიჩვენა და მასზე ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მიიღო, მეორეს კი პეკინის ავტო შოუს დამთვალიერებელი პირველი იხილავს და ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ კარგი გამოხმაურება გარანტირებულია.
ჯერ ამ ავტომობილის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა, თუმცა სავარაუდოა, რომ ის იმავე პლატფორმაზეა აგებული, რომელზეც „აუდი Q7“, „ბენტლი EXP 9F“, „ფოლკსვაგენ ტუარეგი“ და ვოლფსბურგელთა ოჯახის „ნათესავი“ „პორშე კაიენი“.
უფრო მეტს პეკინის ავტო შოუს დღეებში გავიგებთ...
No comments:
Post a Comment