Tuesday, May 8, 2012

პადოკში ფ1-დან „მერსედესის“ შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდნენ


Shareholders to vote on Mercedes' F1 exit - source
8 მაისი
ორწლიანი უღიმღამო გამოსვლების შემდეგ, როგორც იქნა, „მესედესმა“ ნანატრი გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ სწორედ აღმავლობის ამ ეტაპზე, პადოკში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სამქიმიანებმა მალე ფ1-ში გამოსვლა დაასრულონ. ეს საკითხი თურმე სეზონის დასრულების შემდეგ, აქციონერთა შეხვედრაზე გადაწყდება. ეს ამბავი პირველმა პოპულარულმა ფრანგმა კომენტატორმა ჟან-ლუი მონსემ, გამოცემა „აუტო პლუსში“ გამოქვეყნებულ სვეტში გამოაქვეყნა.

თუმცა, მალევე „მერსედესის“ შეფმა ნორბერტ ჰაუგმა განაცხადა, რომ შტუტგარტული კომპანიის ფ1-დან წასვლის საკითხი არც კი განიხილება. ოღონდ, მისი განცხადება უკავშირდებოდა იმ სირთულეებს, რომლებიც გერმანულ გუნდს ბერნი ეკლსტოუნთან (ფოტოზე ჰაუგთან ერთად), თანხმობის ახალი ხელშეკრულების მომზადებასთან დაკავშირებით აქვს. ამის მიზეზი ისაა, რომ ბერნი სამქიმიანებს იგივე პირობებს არ სთავაზოვს, რასაც „ფერარის“, „მაკლარენს“ და „რედ ბულს“.
ჰაუგის განცხადების მიუხედავად, მონსეს „კარგად ინფორმირებული“ წყარო ჰყავს, რომელიც ამბობს, რომ „მალე „მერსედესის“ დირექტორატს კენჭისყრაზე მოუწევს ფ1-ში დარჩენასთან დაკავშირებული საკითხის გატანა. სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ „მერსედესი“ თანხმობის ახალ ხელშეკრულებას არ შეუერთდება“.
იმავე წყაროს ინფორმაციით, შესაძლოა, „აქციონერთა უმეტესობამ ვეტო დაადოს „მერსედესის“ ფ1-ში დარჩენას. ანუ, შეაჩეროს არამხოლოდ საკუთარი საჯინიბოს მუშაობა, არამედ კლიენტი გუნდებისთვის - „მაკლარენისა“ და „ფორს ინდიასთვის“ ძრავების მიწოდებაც შეწყვიტოს“.
ბევრი რამ მაინც ეკლსტოუნთან, ჭიდილში გადაწყდება, რაზეც სატელევიზიო ჩვენებიდან მიღებულ შემოსავლებში, გუნდის წილი იქნება დამოკიდებული.

No comments:

Post a Comment