Tuesday, May 8, 2012

შუმახერი მსოფლიოს მეორე უმდიდრესი სპორტსმენია

Schumacher world's second-richest sportsman
8 მაისი
შემოსავლებით მას მხოლოდ ლეგენდარული ამერიკელი გოლფმენი ტაიგერ ვუდსი სჯობნის. ეს ინფორმაცია „სანდი ტაიმსმა“ გამოაქვეყნა, რომელიც გვამცნობს, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, 823 მილიონი დოლარი აქვს ნაშოვნი. რაც შეეხება გოლფის მეფეს, ვუდსის საკარიერო მონაგარი 869 მილიონი დოლარია.

„სანდი ტაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ უმდიდრეს სპორტსმენთა სიაში, მესამე ადგილი ამერიკელ კალათბურთელ მაიკლ ჯორდანს უკავია, რომლის შემოსავალმაც 516 მილიონი დოლარი შეადგინა. მას მოჰყვებიან შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (316 მილიონი) და დევიდ ბექჰემი (258 მილიონი).
მოწინავე ოცეულში, ფორმულა ერთის კიდევ ორი პილოტი - ფინელი კიმი რაიკონენი და ესპანელი ფერნანდო ალონსო შევიდა, რომლებსაც თითქმის ერთნაირი საკარიერო მონაგარი ჰქონიათ - „სულ რაღაც“ 161 მილიონი.
მხოლოდ უმდიდრეს ბრიტანელ სპორტსმენთა სიაში მოხვდნნ ლუის ჰამილტონი და ჯენსონ ბატონი. პირველის ანგარიშზე 89 მილიონი დოლარია, მეორისა კი - 85 მილიონი. ორივეზე წინაა ირლანდიელი ედი ირვაინი, რომელსაც თავის დროზე 129 მილიონი დოლარი აქვს მიღებული. თუმცა, ამ ფულის უმეტესი ნაწილი მან უძრავ ქონებაში ინვესტიციებით მიიღო.
სამაგიეროდ, ჰამილტონს და ბატონს უფრო მეტი შემოსავალი აქვთ მიღებული, ვიდრე დევიდ კულტჰარდს, ნაიჯელ მენსელს (80-80 მილიონი). ამდენივე აქვს მიღებული ავტოსპორტული ბიზნესიდან BAR-ის ყოფილ შეფსა და კომპანია „პროდრაივის“ შეფ დევიდ რიჩარდსს. სერ ჯეკი სტიურარტის საკარიერო შემოსავალი კი „მხოლოდ“ 67 მილიონია.
ვერცერთი მათგანი ახლოსაც ვერ მივა ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა განმკარგველ ბერნი ეკლსტოუნთან, რომელსაც დიდი პრიზების ცირკში სულ 4 მილიარდ დოლარამდ აქვს ნაშოვნი. თუმცა, ესეც არაა ჭერი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ფ1თან შეხება აქვთ. ამ მხრივ, ყველაზე მდიდარია მსოფლიოს (ერთ-ერთი) უმდედრესიადამიანი, მექსიკელი კარლოს სლიმი, რომელიც „ზაუბერს“ უდგას გვერდში. მისი ქონება 71 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

1 comment:

  1. გამარჯობათ, 20-ეულის სრული სია თუ შეგიძლიათ დაწერეთ.

    ReplyDelete