Tuesday, May 8, 2012

„მაკლარენმა“ ცხვირი ასწია და...


McLaren tested higher nose at Mugello
8 მაისი
მუჯელოს ტესტები იმითაც იყო საინტერესო, რომ იქ „მაკლარენმა“ მანქანის იმაზე მეტად აწეული ცხვირი გამოსცადა, ვიდრე სეზონის პირველ რბოლებზე ჰქონდა. თუ მაჩანჩალა „მარუსიას“ არ ჩავთვლით, „მაკლარენი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც კეხიანი მანქანა არ გააკეთა და ამის მიუხედავადაც, ჯერჯერობით ერთ-ერთი საუკეთესოა ტრასაზე.

მაგრამ ბაჰრეინში მისმა ორივე პილოტმა - ჯენსონ ბატონმა და ლუის ჰამილტონმა, კვარცხლბეკზე ასვლა ვერ მოახერხა. ძნელი დასაჯერებელია, რომ თუნდაც ისეთმა ძლიერმა გუნდმა, როგორიც „მაკლარენია“, ასე მოკლე ვადაში გადაწყვიტა მანქანის ცხვირის კონსტრუქციის შეცვლა. ეს უფრო ადრე დაგეგმილი სიახლე უნდა ყოფილიყო. მაგრამ ფაქტია, რომ მუჯელოს ტესტების მესამე დღეს, ტესტ მრბოლმა ოლივერ ტარვიმ (ფოტოზე) სწორედ ასეთი მანქანა გამოსცადა.
ამ სიახლეს ალბათ ბევრი ვერ შენიშნავდა, მასზე ყურადღება გერმანულ ჟურნალ „აუტო მოტორ უნდ შპორტს“ რომ არ გაემახვილებინა. უფრო საინტერესო სიახლე კი, რაზეც ეს გამოცემა წერს, მუხრუჭების გაგრილების ჰაერის ამღებია, რომელიც რეგულირებადია. ეს სისტემას პიტსტოპების დროს, მექანიკოსები დაარეგულირებენ. მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება საბურავების ტემპერატურის რეგულირება, რასაც რბოლების დროს დიდი მნიშვნელობა ექნება.

No comments:

Post a Comment