Wednesday, May 9, 2012

ბარსელონა - გარდატეხის რბოლა „ფერარისთვის“


Alonso insists Ferrari must turn things around in Spain after difficult start to 2012
9 მაისი

ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ შესაძლოა, ესპანეთის დიდი პრიზი, „ფერარისთვის“ გარდატეხის დასაწყისი იყოს. ესპანელი ამბობს, რომ მანქანის ცუდად მომზადების მიუხედავად, მან შეძლო და სეზონის პირველ ოთხ ეტაპზე, ქულების მაქსიმალურად შესაძლებელი მარაგი დააგროვა. სეზონის ევროპული ნაწილის დაწყებამდე, ის მხოლოდ ათ ქულას აგებს ჩემპიონატის ლიდერ სებასტიან ფეტელთან.

ბარსელონას რბოლის წინ, იტალიურმა გუნდმა რამდენიმე სიახლე მოამზადა და იმედოვნებს, რომ ლიდერებთან ჩამორჩენის შემცირებას შეძლებს. ამაში ალონსო დარწმუნებულია, თუმცა უჭირს იმის თქმა, რამდენად დიდი იქნება პროგრესი.
„ჩვენ წინსვლის იმედი გვაქვს, თუმცა არ ვიცით, რამდენად სერიოზული იქნება პროგრესი. ამას კვალიფიკაციაზე გავიგებთ. მანქანაზე რამდენიმე სიახლე გვაქვს, რომელთაგან ზოგი მუჯელოს ტესტებზე გამოვცადეთ. დანარჩენებს ბარსელონაში, თავისუფალ პრაქტიკებზე გავსინჯავთ. მთავარია, რომ პირველ ოთხ რბოლაში, მინიმალური დანაკარგები გვქონდა. ახლა გარდატეხის დროა“, - ამბობს ალონსო.
მაგრამ ესპანელი დასძენს, რომ თუ ესპანეთშივე ვერ შეძლებს გამარჯვებისთვის ბრძოლას, ეს ტრაგედია არ იქნება, რადგან „ფერარი“ ამით მანქანის სრულყოფას არ დაამთავრებს:
„ნურავინ დაღონდება, თუ ბარსელონაში პოულზე ვერ გვიხილავს. ეს ქვეყნიერების დასასრული არ იქნება. მთავარია, წინსვლა დავაფიქსიროთ და მოწინავეებთან ჩამორჩენა მაქსიმალურად შევამციროთ. ჯერ ამას ბარსელონაში უნდა მივაღწიოთ, მერე მონაკოში, მონრეალში, ვალენსიაში, სილვერსტოუნზე... სეზონი გრძელია, მის დასრულებამდე 16 ეტაპი დარჩა, ზუსტად იმდენი, რამდენიც 2003 წლის კალენდარში შედიოდა“, - დასძენს ალონსო.

No comments:

Post a Comment