Wednesday, May 9, 2012

„კადილაკი“ „ბიუიკის“ კვალს გაჰყვება


GM Wants Cadillac to Follow in the Successful Footsteps of Buick in China
9 მაისი
შარშან, „ჯენერალ მოტორსის“ ბრენდმა „ბიუიკმა“ ამერიკაში 177 633 ავტომობილი გაჰყიდა, ჩინეთში კი - 645 537. ჩინურ ბაზარზე ყველაზე პოპულარული სედანი „ექსცელი“ იყო. შედარებისთვის, გენერლების პრემიუმ ბრენდმა „კადილაკმა“ ამერიკის ბაზარზე 152 389 ავტომობილის რეალიზება შეძლო, ჩინეთში კი - მხოლოდ 30 000-მდე. თუმცა ისიც ფაქტია, რომ წინა წელთან შედარებით, გაყიდვები 73 პროცენტით გაზარდა.

ორი ბრენდის ჩინურ გაყიდვებს შორის უფსკრული აშკარაა. მაგრამ გენერლებმა იციან, რომ ამ უფსკრულის ამოვსება შესაძლებელია - ჩინეთში სულ გაყიდული ავტომობილების დაახლოებით მესამედი პრემიუმ კლასისაა. და „ჯენერალ მოტორსსაც“ უკვე მოუმზადებია „კადილაკის“ ჩინური აღზევების გეგმა. ამ გეგმის მიხედვით, მოკლე ვადაში, ცისქვეშეთის ბაზარზე „კადილაკის“ გაყიდვებმა ექვსნიშნა რიცხვს უნდა მიაღწიოს.
„გვინდა, რომ სამ-ხუთ წელიწადში, ჩინეთში „კადილაკის“ გაყიდვებმა 150-180 ათასს მიაღწიოს. ახლა ჩვენი ერთ-ერთი მტავარი საზრუნავი სწორედ „კადილაკის“ ჩინური ექსპანსიაა. ამისათვის კი საჭიროა, რომ იქაურ მყიდველს ის მოდელები შევთავაზოთ, რომლებიც მათ სურთ“, - განაცხადა „ჯენერალ მოტორსის“ მთავარმა აღმასრულებელმა დენ აკერსონმა.
მისივე თქმით, ჩინურ ბაზარზე „კადილაკის“ გააქტიურება დროული და სწორი სვლაა, რადგან მარკეტოლოგთა გათვლებით, არამხოლოდ ავტომობილების, არამედ ყველანაირი პრემიუმ ნაწარმის ნახევარზე მეტს მალე სწორედ ჩინეთი აითვისებს.
„ჩინეთში ჩვენი მთავარი ამოცანა აგრესიული საქმიანობაა. სწორედ ამის გამო დავესწარი პეკინის ავტო შოუს და გამოვაცხადე, რომ ჩინეთში მალე ჩინეთში 600 ახალი სადილერო წერტილი გვექნება. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კი ჩინურ ბაზარზე ყოველწლიურად თითო ახალ მოდელს შევიტანთ“, - დასძენს აკერსონი.
მისი თქმით, პირველი ახალი ავტომობილი ლუქს სედანი XTS იქნება, რომელსაც „ჯენერალ მოტორსის“ შანჰაის ქარხანა გამოუშვებს. შემდეგი კი ელექტრული კუპე ELR (ფოტოზე) იქნება.
„ჩვენ გვინდა, რომ ჩინეთის ბაზარზე „კადილაკი“ დიდი მოთამაშე იყოს. გაყიდვების ახლანდელი მოცულობითაც კი, „კადილაკის“ ბიზნესი მოგებიანია. ჩვენ კი გვინდა, რომ ეს ბიზნესი კიდევ უფრო გავზარდოთ. ჩვენს კონკურენტებს პრემიუმ სეგმენტში მნიშვნელოვანი მოგება აქვთ და გვინდა, ჩვენც ეს რესურსი მთლიანად ავითვისოთ“, - დასძენს აკერსონი.

No comments:

Post a Comment