Thursday, May 3, 2012

„მაზერატი“ შუაძრავიან ავტომობილს გამოუშვებს


Maserati preparing assault on Porsche 911 with new mid-engined GranSport
3 მაისი
წლების განმავლობაში, „მაზერატის“ საწარმოო პროგრამა ორი ძირითადი მოდელით შემოიფარგლება. ამასთან, „გრან ტურიზმოც“ და „კვატროპორტეც“ ერთსადაიმავე პლატფორმაზეა ბაზირებული. მაგრამ მალე ეს სიტუაცია შეიცვლება, რადგან მოდენელები რამდენიმე ახალი ავტომობილის წარმოების დაწყებას აპირებენ.

ახალ ავტომობილებს შორის იქნება სედანები და უგზოობის ავტომობილი, რომელსაც ამერიკაში გამოუშვებენ, ასევე 4C, რომელსაც „მაზერატი“ ნათესავი „ალფა რომეოსთვის“ გამოუშვებს.დაბოლოს, სულ ახლახანს, ინტერნეტში გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იტალიური კომპანია შუაძრავიანი სპორტული ავტომობილის გამოშვებასაც აპირებს, რომლითაც „პორშე 911-ს“ გაუწევს კონკურენციას.
„მაზერატის“ მთავარ აღმასრულებელ ჰარალდ ჯეი უესტერს იტალიურ პრესასთან საუბრისას ნათქვამი აქვს, რომ ახალ შუაძრავიან ავტომობილს სავარაუდოდ, სახელად „გრანსპორტს“ დაარქმევენ. ეს სახელი ადრე ფიგორირებდა „მაზერატის“ საწარმოო პროგრამაში. ასე ერქვა წინაძრავიან კუპე 4200 GT-ს ტოპ ვერსიას. შემდეგ ეს სახელი „გრან ტურიზმომ“ შეცვალა. ამჯერად კი „გრანსპორტი“ შუაძრავიან სუპერ ავტომობილს დაერქმევა.
სავარაუდოდ, თავისი მონაცემებით, ახალი ავტომობილი, რომელიც V8 ძრავით აღიჭურვება, თავისი მონაცემებით, „ფერარი 458 იტალიასთან“ იქნება ახლოს. ამასთან, მასზე იაფი ეღირება. მაგრამ მიმომხილველები იხსენებენ, რომ „მაზერატის“ და „ფერარის“ ავტომობილების ერთმანეტს რეალურ კონკურენციას არასდროს უწევენ. ამის მაგალითებია „მაზერატი გრანკაბრიო“ და „ფერარი კალიფორნია“, ასევე „მაზერატი MC12“ (ფოტოზე) და „ფერარი ენცო“. სწორედ MC12 არის ბოლო შუაძრავიანი ავტომობილი, რომელიც მოდენელებმა აწარმოეს...

No comments:

Post a Comment