Thursday, May 3, 2012

„პრიუსი“ ელექტრომობილების სეგმენტშიც ლიდერობს


Toyota Prius plug-in sells 1,654 copies in April, beating Chevy Volt, Nissan Leaf
3 მაისი
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჰიბრიდული ავტომობილის, „ტოიოტა პრიუსის“ პლაგ-ინ ელექტრონული ვერსია, ამერიკის ბაზარზე, ელექტრომობილების კლასში ლიდერობს. ამერიკაში აპრილში ყველაზე მეტი ელექტრომობილი სწორედ „ტოიოტამ“ გაჰყიდა - პლაგ-ინ „პრიუსი“ 1654-მა ამერიკელმა შეიძინა. ეს იმ დროს, როდესაც ამავე კლასის „შევროლე ვოლტი“ 1462 გაიყიდა, ელექტრომობილი „ნისან ლიფი“ კი - მხოლოდ 370 ცალი.

„პრიუსი“ ამერიკაში (და არამხოლოდ იქ) ძალიან ცნობადი სახელია და ამიტომ, მისი პლაგ-ინ ვერსიის კარგი გაყიდვები გასაკვირი არ უნდა იყოს. მითუმეტეს, ის თავის ზემოთ ნახსენებ კონკურენტებზე იაფია - 32 000 დოლარი ღირს. მაგრამ ბაზარზე უფრო გვიან გამოჩნდა, ვიდრე „ვოლტი“ და „ლიფი“ და ამდენად, მათი ჯობნა მაინც დიდი წარმატებაა.
რაც შეეხება „პრიუსის“ ოჯახს, რომელშიც ოთხი ავტომობილი შედის, აპრილში საერთო ჯამში 25 168 ცალი გაიყიდა, რაც 126.9 პროცენტით მეტია შარშან, აპრილში გაყიდული „პრიუსების“ რიცხვზე (ცუნამის შედეგად, „ტოიოტას“ გაყიდვები ძალიან შემცირებული იყო). სულ კი, აპრილში „ტოიოტას“ ჯგუფმა ამერიკის ბაზარზე 32 593 ჰიბრიდული ავტომობილი გაჰყიდა. ამათგან 30 126 ცალი „ტოიოტას“ ავტომობილია, დანარჩენი კი - „ლექსუსისა“.
შარშან, როდესაც „ტოიოტამ“ პლაგ-ინ ჰიბრიდული „პრიუსის“ წარმოება დაიწყო, მიზნად 16 000-17 000 ცალი ელექტრომობილის გაყიდვა დაისახა. იაპონური კომპანია არ ამხელს, თუ ოთხ თვეში რამდენი პლაგ-ინ „პრიუსის“ გაყიდვა მოასწრო, თუმცა აპრილის მონაცემებით, ამ მიზნის მიღწევა არ უნდა გაჭირდეს.

No comments:

Post a Comment