Sunday, May 27, 2012

ლოებმა აკროპოლისის რალი მოიგო

Flawless Loeb clinches victory in Greece
27 მაისი
მსოფლიოს რვაგზის ჩემპიონმა, ფრანგმა სებასტიან ლოებმა მესამედ მოიგო აკროპოლისის (საბერძნეთის) რალი და მსოფლიო ჩემპიონატის პილოტების კლასიფიკაციაში, თანაგუნდელ მიკო ჰირვონენთან უპირატესობა 31 ქულამდე გაზარდა.

რბოლის ბოლო დღის წინ, ლოები 10.2 წამს უგებდა უახლოეს მდევარს, ნორვეგიელ პეტერ სოლბერგს, რომელსაც ხუთიდან პირველივე სპეცმონაკვეთზე ავარია მოუვიდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ამ დროს, ლოები უკვე მეორეზე გადასულ ჰირვონენს ორ წუთზე მეტს უგებდა. და მიუხედავად იმისა, რომ მე-20 სპეცმონაკვეთზე საბურავი გამოსაცვლელი გაუხდა, ფინიშთან ფინელს მაინც 40 წამით მიასწრო.
ამგვარად, ლოებს მიმდინარე სეზონში ოთხი გამარჯვება დაუგროვდა. საბერძნეთში მოპოვებულ ქულებს კი სამი სუპერ სპეცმონაკვეთის მოგებისთვის დაურთო. აღსანიშნავია, რომ ეს მის კარიერაში 71-ე და ერთ-ერთი ყველაზე ძნელი გამარჯვებაა.
ყველაზე ძნელი იმიტომ, რომ დასაწყისიდანვე, ფინელი იარი-მატი ლატვალასგან მედგარ წინააღმდეგობას წააწყდა. თავიდან სწორედ ლატვალა ლიდერობდა, მაგრამ მანქანა გაუჭირვეულდა და პოზიციები დათმო. შაბათს ისევ დაეწია და როცა მათ შორის სხვაობა ერთ წამამდე შემცირდა, შეცდა, რამაც ჯერ საბურავი, შემდეგ კი მუხრუჭები დაუზიანა და ლიდერს ოთხი წუთით ჩამორჩა.
სოლბერგმს თავიდან უხეიროდ დაიწყო - შეცდომა დაუშვა და მანქანის ძირი დააზიანა, მაგრამ შემდეგ ლოებს წამოეწია და გამარჯვებისთვის ბრძოლის შანსიც გაუჩნდა. მაგრამ მეორე შეცდმის გამო, რბოლა ვეღარ დაასრულა.
„ეს რალი ძალიან გრძელი და რთულია. ცოტა იღბალიც დამეხმარა, თუმცა საერთო ჯამში, გამარჯვება უბრძოლველად არ მოსულა. ყოველთვის ვცდილობ საკუთარ რიტმში ასპარეზობას და ამჯერადაც ეს გავაკეთე“, - განაცხადა ლოებმა.

აკროპოლისის რალი

1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი) 4:42:03.300  
2. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, სიტროენი)           +00:40.000   
3. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)        03:04.800    
4. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)              06:16.400     
5. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი)               07:46.500    
6. ტიერი ნოივილი (ბელგია, სიტროენი)           09:41.400    
7. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, შკოდა)           12:59.900    
8. იაზიდ ალ რაჟი (საუდეთი, ფორდი)              20:12.200    
9. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი)                   23:18.900    
10. აბდულაზიზ ალ კუვარი (ყატარი, მინი)       28:40.500    
           
მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 116 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 88; 3. მადს ოსტბერგი - 80; 4. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი) - 73; 5. ევგენი ნოვიკოვი (რუსეთი, ფორდი) - 43; 5. იარი-მატი ლატვალა - 43; 7. მარტინ პროკოპი - 36; 8. ნასერ ალ-ატია (ყატარი, სიტროენი) - 23; 9. სებასტიან ოჟიე - 22; 9. ტიერი ნოივილი - 22; 11. დანიელ სორდო (ესპანეთი, მინი) - 21; 12. ოტ ტაენაკი - 18...


კონსტრუქტორთა თასი
1. სიტროენ ტოტალ WRT - 194 ქულა; 2. ფორდ WRT - 121; 3. M-სპორტ ფორდ WRT - 91; 4. სიტროენ ჯუნიორ WRT - 42; 5. კატარ WRT - 37; 6. ადაპტა WRT - 27; 7. მინი WRC ტიმ - 26; 8. ბრაზილ WRT - 10...

No comments:

Post a Comment