Monday, June 18, 2012

ელექტრული ფორმულა 1 ემზადება...


This insane race car is designed to compete in F1's all-electric series
18 ივნისი
ფორმულა ერთის ერთ-ერთი გამორჩეული და მიმზიდველი თვისება, მისი ძრავების ხმაა. ამას ირწმუნება დიდი პრიზების ცირკის კომერციულ უფლებათა გამგებელი ბერნი ეკლსტოუნი. ელექტრომობილებს კი, ხმა არ აქვს. მაგრამ ამის მიუხედავად, საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA), დიდი მონდომებით ამზადებს ახალ, ელექტრომობილების სერიას, რომელსაც ფორმულა E-ს, იგივე ფორმულა ელექტრიკს, ან ელექტრომობილების ფ1-ს უწოდებენ.

არის მეორე მხარეც - ელექტრომობილების შემქმნელები მაქსიმალურად ცდილობენ აეროდინამიკური ეფექტების გამოყენებას იმისათვის, რომ ავტომობილმა ჰაერის წინააღმდეგობის დაძლევისას ნაკლები ენერგია დახარჯოს. ფ1-ში კი პირიქითაა - აეროდინამიკას გზასთან ჩაჭიდების გასაუმჯობესებლად და საშუალო სიჩქარის გასაზრდელად იყენებენ და ენერგიის ხარჯი ნაკლებად ადარდებთ...
მაგრამ ახალმა სერია ფორმულა E-მ, რომელსაც FIA ყველანაირად უწყობს ხელს, შეიძლება ბევრი სტერეოტიპი შეცვალოს. ამის მაგალითია კომპანია „ბლიუბირდის“ კონცეპტუალური მოდელი GTL, რომელსაც გარეგნობაზე ეტყობა, რომ ერთდროულად ორ სარბოლ სერიის - ლე მანის კლასის პროტოტიპებთან და ფ1-ის მანქანებთან ნათესაობა სურს...
ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის ძალური დანადგარებით უნდა აღიჭურვოს ეს ავტომობილი. თუმცა, ამ ეტაპზე ეს მთავარი არცაა, რადგან ამ კონცეპციით, „ბლიუბირდი“ მანქანის ჯერ მხოლოდაეროდინამიკის დახვეწას აპირებს.

No comments:

Post a Comment