Monday, June 18, 2012

„ფერარის“ კლუბი გინესის რეკორდების წიგნს უმიზნებს


Ferrari North Europe Wants to Break Guinness World Record for the Largest Parade of Ferrari Cars
18 ივნისი
მთელს მსოფლიოში, „ფერარის“ არაერთი კლუბი არსებობს, რომლებიც ტრადიციულ გარბენებს, ერთგვარ აღლუმებს აწყობენ ხოლმე, რითაც საზოგადოების ყურადღებას იქცევენ. ასე განსაჯეთ, თურმე არსებობს მარანელოური კვიცების ასეთი აღლუმების მსოფლიო რეკორდი, რომელიც იტალიური კომპანიის ავტომობილების იაპონელ მოყვარულებს, ფუძის ავტოდრომზე (შიძუოკა, იაპონია), 2008 წელს დაუმყარებია.

იაპონელებმა აღლუმის მწკრივში 490 „ფერარი“ ჩააყენეს და 105-ით გააუმჯობესეს წინა რეკორდი, რომელიც ერთი წლით ადრე, ბრიტანეთის ტრეკ სილვერსტოუნზე, „ფერარის“ რბოლის დღეების აღლუმზე, კლუბმა „ფერარი ნორთ იუროპმა“ დაამყარა.
მაგრამ, როგორც ჩანს, ჩრდილოევროპელებს რეკორდსმენის სახელის დაბრუნება სურთ. და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მიზანსაც მიაღწევენ. უფრო მეტიც, მათ ისეთი რეკორდის დამყარება აქვთ გადაწყვეტილი, რომელსაც ასე ადვილად ვეღარ დამხობენ... 15 სექტემბერს კლუბი მორიგ აღლუმს მოაწყობს, რომელში მონაწილეობის სურვილი, ოფიციალურად „ფერარის“ მანქანის 600-ზე მეტ მფლობელს დაუდასტურებია.
მაგრამ „ფერარი ნორთ იუროპი“ აცხადბს, რომ ეს საკმარისი არაა და რომ აღლუმზე 1000 მანქანის გამოყვანა სურთ. ამიტომ, რეგისტრაციის პროცესი გრძელდება. და თუ გავითვალისწინებთ, რომ აღლუმამდე ბევრი დროა, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სილვერსტოუნი და მის ტრიბუნაზე მისული მაყურებელი, არნახული აღლუმის მომსწრე გახდება.

No comments:

Post a Comment