Monday, June 18, 2012

ავარია ფატალური შედეგის გარეშე (ვიდეო)

ალბათ ჯერ ვიდეო ნახეთ... მართლაც შემზარავია. ალბათ პირველ რიგში გაიფიქრეთ, ნეტა, რა მოუვიდათ ამ "ფორდ ფიესტას" პილოტ ნიკოლას დიასს, მის შტურმან ლუის ალენდეს და ახლომახლო მდგარ მაყურებლებს?

არც არაფერი! გადარჩნენ (მადლობა ღმერთს)! არადა, ავარია კატამარკას რალის პირველივე სპეცმონაკვეთის ფინიშამდე 50 მეტრით ადრე მოხდა, სადაც, როგორც წესი, ბევრი მაყურებელი იყრის ხოლმე თავს... მოგვიანებით, დიასმა განაცხადა, რომ მანქანაზე კონტროლი მუხრუჭის მწყობრიდან გამოსვლამ დააკარგვინა. ახლა კი, უფრო დამშვიდებით ნახეთ იგივე ავარია და კიდევ ერთხელ დარწმუნდით - ავტოსპორტში ასეთი შემზარავი შემთხვევებიც კი სასიამოვნო საცქერია, თუკი მათ ფატალური შედეგები არ მოჰყვება. თუ ჩემი არ გჯერათ, ჟაკ ვილნევს ჰკითხეთ, ვინც სპა ფრანკორშანის გამოსასვლელში მდგარ ბეტონის კედელზე და მის გასწვრივ ჩამწკრივებულ საბურავების ზოლზეა "შეყვარებული"...


ვიდეო

No comments:

Post a Comment