ვირტუალური წრე ოსტინის ჯერ არ აშენებულ ავტოდრომზე (ვიდეო)
მალე ოსტინში ფორმულა ერთის ტრასა აიგება, რომელიც ამ საქმის გერმანელ სპეციალისტ ჰერმან ტილკეს მიერაა დაპროექტებული. ეს ის ტილკეა, რომელმაც ისტანბულის შესანიშნავი და ვალენსიას მოსაბეზრებელი ტრეკები შეიმუშავა. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებს, როგორი იქნება ოსტინის "ცირკვიტ ოფ ამერიკას", რომლის შესახებაც ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ სიგრძე 5.44 კილომეტრი აქვს, აქვს სიმაღლეთა შორის სხვაობა 40 მეტრი და 20 მოსახვევი... ამის გარკვევაში ნაწილობრივ "კოდმასტერსის" ახალი ვიდეოთამაში F1 2012 დაგეხმარებათ, რომლის კალენდარშიც ტექსასური ეტაპი უკვე შეტანილია. ამ ვიდეოზე, "ცირკვიტ ოფ ამერიკას" სამჯერ, ვირტუალურ ლუის ჰამილტონთან ერთად სამჯერ (ვირტუალურადვე) შემოუვლით. და შეფასებაც თქვენზე იყოს...
No comments:
Post a Comment