Monday, June 18, 2012

დევიდსონის საჰაერო მარყუჟი ლე მანზე (ვიდეო)

ეს ავარია, ლე მანის 24-საათიანი რბოლის დროს, ბრიტანელ ენტონი დევიდსონს მოუვიდა. რბოლის მე-5 საათი ახალი დაწყებული იყო, როცა "ტოიოტა TS 030-ით" (N8) მოასპარეზე დევიდსონმა "ფერარი 458 იტალიათი" მოასპარეზე იტალიელ პიერჯუზეპე პერაზინის გასწრება მოინდომა. მულსანის სწორის ბოლოს, ორი მანქანა ერთმანეთს გაუსწორდა და...
ავარია მართლაც შემზარავი იყო, თუმცა საბედნიეროდ, პილოტები მსუბუქად გადარჩნენ. დევიდსონი მაშინვე ადგილობრივ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. "ტოიოტამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ პილოტს სერიოზული ტრავმები არ აქვს. ჰოსპიტალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დევიდსონს ორი ნეკნი აქვს მოტეხილი. თავად პილოტმა ტვიტერზე დაწერა, ეს ის ადგილი (ჰოსპიტალი) არაა, სადაც რბოლის ამ მომენტში ყოფნას ვაპირებდიო...
... და ამით "ტოიოტას" პრობლემები არ დასრულებულა: მე-7 ნომრით მოასპარეზე იაპონელმა კაძუკი ნაკაძიმამ რბოლიდან თავისი თანამემამულე სატოში მოტოიამა გამოთიშა, რომელიც ექსპერიმენტულ ბოლიდ "ნისან დელტაუინგით" ასპარეზობდა. მოსახვევის გავლისას, "ტოიოტამ" "ნისანი" კედლისკენ გარიყა. მოტოიამა კედელს დაეჯახა. მანქანა მინიმალურად დაზიანდა, მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ იაპონელს ის რბოლაში ვეღარ დაებრუნებინა...

დანარჩენი თავად იხილეთ:

ვიდეო



No comments:

Post a Comment