Wednesday, June 6, 2012

„ავენტადორი“ ორი ტურბინით და 1200 ცხენის ძალით (ვიდეო)


Underground Racing Creates First Twin-Turbocharged Lamborghini Aventador LP700-4
6 ივნისი
ახლახანს თბილისში „ლამბორგინი ავენტადორი“ გამოჩნდა და მისი ფოტო უმალ გავრცელდა სოციალურ ქსელში. ქართული გზები ასეთი ავტომობილებით განებივრებული არაა და ბუნებრივია, ყველაფერი გვიკვირს და გვიხარია. აბა რა იქნება, როდესაც „ცოცხლად“ დაინახავ მონსტრს, რომელსაც მამოძრავებელ ძალას 6.5-ლიტრიანი V12 ანიჭებს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 691 ცხენის ძალას აღწევს. ამ მანქანის მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ია, ადგილიდან ასის აკრეფა კი მას 2.9 წამში შეუძლია...

მაგრამ ზოგისთვის არც ესაა ჭერი. ზოგს სურს, რომ მის ოთხბორბლიან სუპერს „ბუგატი ვეირონივით“, ან მასზე შთამბეჭდავი მონაცემები ჰქონდეს. ასეთების დასაკმაყოფილებლად არსებობენ სატუნინგო კომპანიები, რომლებიც „ავენტადორის“ მსგავსი მონსტრების მონაცემების გაუმჯობესებასაც კი ახერხებენ...
შტატ ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში ბაზირებულმა კომპანია „ანდრგრაუნდ რეისინგმა“ გაბედა და „ლამბორგინი ავენტადორ LP700-4-ის“ დახვეწა სცადა. და სასურველ შედეგსაც მიაღწია. თავად განსაჯეთ: ატმოსფერული ძრავი წყვილი ტურბინით აღიჭურვა, რისი წყალობითაც, მისი სიმძლავრე 1200 ცხენის ძალამდე გაიზარდა. ამ მხეცის წყალობით, ავტომობილი ასის აკრეფას უკვე 2.2 წამში ასწრებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი ჯერ არ დაუფიქსირებიათ...

ვიდეო

No comments:

Post a Comment