Wednesday, June 6, 2012

კუბიცას იდაყვზე მორიგი ოპერაცია გაუკეთეს


Kubica undergoes surgery to damaged elbow
6 ივნისი
რობერტ კუბიცას ტრავმირებულ იდაყვზე კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაციის მიზანი იყო, იდაყვის სახსრის ფუნქციის სრულად აღდგენა. ამგვარად, ფორმულა ერთში პოლონელი პილოტის დაბრუნება, თუ ის საერთოდ შეძლებს დაბრუნებას, კიდევ ერთხელ გადაიდო.

კუბიცა შარშანდელი სეზონის დაწყებამდე, იტალიაში, რალის რბოლის დროს მომხდარ ავარიაში დაშავდა. რამდენიმე დღის წინ, მას პედერცოლის ჰოსპიტალში კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთეს, რომლის დროსაც, იდაყვის ორი ნაწილი პროთეზით შეუცვალეს.
ექიმთა თქმით, ამ პროთეზის დახმარებით, პოლონელი პილოტი სრულად აღიდგენს ხელის ფუნქციას და მანქანის საჭესაც სრულფასოვნად გააკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ ოპერაციის წინ, კუბიცას სარბოლ სიმულატორზე ტესტები ჩაუტარდა, რომლის დროსაც დადასტურდა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ იდაყვში პროტეზს ჩაუდგამდნენ.
„ამ ოპერაციის შემდეგ, მრბოლი სრულფასოვნად შეძლებს საჭის რგოლის გაკონტროლებას. ოპერაციამდე, მას ხელის გულის ძირისკენ მოტრიალების უნარი არ ჰქონდა. ამის გამო, ის იძულებული იყო, საჭისთვის ხელი გაეშვა, რათა მისი მარცხნივ მოტრიალება მოეხერხებინა. ოპერაციამდე, მას სარბოლო სიმულატორზე ტესტების სერია ჩავუტარეთ, რომლებმაც ოპერაციის აუცილებლობაში დაგვარწმუნა. ახლა ერთი თვეა საჭირო, სანამ ოპერაციის შემდგომი სირთულეები ჩაივლის“, - ამბობს ქირურგი რუჯერო ტესტონი.

No comments:

Post a Comment