10 ივნისი
ქართველმა მრბოლმა დათა ქაჯაიამ, რომელიც თანაგუნდელ (MIA ფორსი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი) კონსტანტინე კოლიაშვილთან ერთად, კლას ლეგენდის თასის ევროპის ეროვნებათა სერიაში ასპარეზობს, ბელგიის სპა ფრანკორშანზე, მეოთხე ეტაპი მესამე ადგილით დაასრულა. წინასწარი მონაცემებით, დიდი შანსია იმისა, რომ ოთხი ეტაპის შემდეგ, დათამ ლიდერობა იგდოს ხელთ - ბელგიაში არ უასპარეზია მის მთავარ მეტოქეს და სერიის ფრანგ ლიდერ რუდი სერვოლს.
უნდა ითქვას, რომ ბელგიური ეტაპი ქართველებისთვის დანავსული გამოდგა. პირველ მოკლე რბოლაში, ქაჯაიას ბოლო წრეზე ბენზინი გაუთავდა, რის გამოც, ფინიშს ვერ მიაღწია და მე-20 ადგილის კლასიფიკაცია მიიღო. მესამე, გადამწყვეტი რბოლის ორწუთიან პიტ სტოპზე კი კოტე კოლიაშვილის მანქანაზე ისევ აურია ქრონომეტრაჟმა, რის გამოც, მან ფინიშს მე-12-მ მიაღწია...
ასევე ნახეთ:
დათა ქაჯაიას ტრიუმფი დიჟონში
20 მაისი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/blog-post_20.html
No comments:
Post a Comment