Sunday, June 10, 2012

„ბეემვეს“ პირველ წინაამძრავიანს პარიზში ვნახავთ


FWD BMW 1 Series expected at Paris Motor Show
10 ივნისი
ახალ ავტომობილს ბავარიელები ჯერჯერობით „უნტერ კლასად“ (UKL), ანუ საწყის დონედ მოიხსენიებენ. რატომ? იმიტომ, რომ პირველ სერიის ავტომობილებზე პატარაა და რაც მთავარია, წინაამძრავიანი ავტომობილია, რომელიც „მინის“ ახალი (ჯერარგამოსული) ჰეჩბეკის პლატფორმაზეა ბაზირებული.

ამ ახალი ავტომობილის წარმოების დაწყებით, „ბეემვე“ ორ კურდღელს იჭერს. ჯერ ერთი, გაფართოვდება საკუთრივ „ბეემვეს“ საწარმოო პროგრამა, რაც პრემიუმ სეგმენტში ლიდერობისთვის მისწრება იქნება. მეორეც, „მინის“ თავისი ახალი პლატფორმის თვითღირებულება შეუმცირდება.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქარ-ის“ ვარაუდით, ახალ ავტომობილს 1-ლი სერიის GT-ს დაარქმევენ. მის კონცეპტუალურ ვერსიას პირველად პარიზში გვიჩვენებენ, წარმოება კი 2014 წელს დაიწყება. და ის კონკურენციას „მერსედეს-ბენცის“ ახალ B-კლასს გაუწევს.
ახალი ავტომობილი საბაზო აღჭურვილობაში სრულიად ახალ, 1.5-ლიტრიან სამცილინდრიან ძრავს მიიღებს. ეს ძრავი იმითაა საინტერესო, რომ ის დიზელის აგრეგატების შესაფერისი მოდულური კონსტრუქციისაა. იმავდროულად, ამ ძრავის ყოველი ცილინდრის ძრითადი ელემენტი, ბავარიელების პოპულარული 3.0-ლიტრიანი ერთრიგა ძრავისგან იქნება გაზიარებული. ასე განსაჯეთ, ორივე ძრავისთვის, ცალკეული ცილინდრის მუშა მოცულობა 0.5 ლიტრია.
ცნიბისთვის, ორი წის წინ, „ბეემვეს“ შეფმა, დოქტორმა ნორბერტ რაიტჰოფერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია მალე წინაამძრავიანი ავტომობილის წარმოებას დაიწყებდა. თუმცა, ისიც დასძინა, რომ ბავარიელთა საწარმოო პროგრამის ღერძად ისევ უკანაამძრავიანი ავტომობილები დარჩება.

No comments:

Post a Comment