Thursday, July 12, 2012

„ლამბორგინი ურუსი“ – სულ რაღაც, 170 000 ევროდ


Lamborghini Urus SUV to cost £135,000
12 ივლისი
„ლამბორგინის“ ჯერ უგზოობის „ურუსისთვის“ მწვანე შუქი არ აუნთია, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მას შემდეგ, რაც ეხ მოხდება და იტალიური კომპანია ამ ავტომობილის წარმოებას დაიწყებს, ის მისი ყველაზე „იაფფასიანი“ პროდუქტი გახდება.

მაინც, რამდენი ეღირება „ლამბორგინი ურუსი“? ბრიტანული გამოცემა „ქარ“ გვატყობინებს, რომ საბაზისო ღირებულება 170 000 ევრო უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, სანტ’აგატა ბოლონეზელებს ასე აქვთ ჩაფიქრებული. ეს კი ნიშნავს, რომ უგზოობის ავტომობილი, იმაზე დაახლოებით 20 000 ევროთი იაფი ეღირება, ვიდრე ახალი „გალარდო“ (ან მისი შემცვლელი, რომელსაც ერთ წელიწადში ვნახავთ) უნდა ღირდეს.
გავრცელებული ინფორმაციით, რომელიც იტალიური კომპანიის მმართველი წრიდან გამოვიდა, წლიურად 3000 ცალი „ურუსის“ წარმოება იგეგმება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ „ლამბორგინის“ გაყიდვები პრაქტიკულად გასამმაგდება. „ურუსის“ შედარებით სიიაფეს ის ფაქტორი განაპირობებს, რომ ის „ფოლკსვაგენის“ ჯგუფის პლატფორმა MLB ევო-ზე აიგება, რომელსაც შემდგი თაობის „აუდი Q7-ის“, „პორშე კაიენის“ და „ფოლკსვაგენ ტუარეგის“ წარმოებისას გამოიყენებენ და მალე „ბენტლიც“ თავისი უგზოობის ავტომობილს ამავე არქიტექტურაზე ააგებს. ეს პლატფორმა იმიტაცაა საინტერესო, რომ მასში უხვადაა გამოყენებული კარბონის კომპოზიტი, ალუმინი და მაგნიუმი.
ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუ რა ტიპის ძრავით აღიჭურვება „ურუსი“. მაგრამ ფასიდან გამომდინარე შეიძლება ვარაუდი, რომ მის კაპოტქვეშ 4.0-ლიტრიანი V8 განლაგდება, რომლის სიმძლავრეც 600 ცხენის ძალას მიაღწევს. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ V8-ს ნაცვლად, V10 ან V12 არქიტექტურა ამჯობინონ.
მართალია, ჯერ „ურუსის“ წარმოებაც არაა გადაწყვეტილი, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ „ლამბოს“ გამაში მეოთხე ავტომობილი ოთხკარიანი კუპე (ან სპორტული სედანი), სავარაუდოდ „ესტოკე“ გახდება, რის შემდეგაც, იტალიურმა კომპანიამ შეიძლება უგზოობის კომპაქტურ მოდელზეც იფიქროს...



ასევე წაიკითხეთ

ქართული ტუნინგი


გოჩა ქსოვრელის დიზაინი

No comments:

Post a Comment