Ford Celebrates Production of 40 Million Engines
at Dagenham
12 ივლისი
დაგენჰემის ქარხანა, რომელიც ლონდონის აღმოსავლეთ
ნაწილში მდებარეობს, 1931 წელს აშენდა და მას შემდეგ, „ფორდს“ ევროპული ბიზნესის ერთ-ერთ
ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს. ამასთან, ბრიტანეთში დასაქმების ერთ-ერთი
ყველაზე სერიოზული წყარო იყო - 1953 წელს ამ ქარხანაში დაახლოებით 40 000 ადამიანი
მუშაობდა...
ეს ქარხანა იმითაცაა ცნობილი, რომ ის „ფორდისთვის“
ყველაზე დიდი რაოდენობით დიზელის აგრეგატებს აწარმოებს. ამჟამად ეს ქარხანა, სხვა
ძრავებთან ერთად, „ფორდის“ პოპულარულ 1.6-ლიტრიან TDCi აგრეგატს
აწარმოებს, რომელსაც „ფიესტაზე“, „ფოკუსსა“ და „მონდეოზეც“ იყენებს. იმავე ძრავს, „PSA
პეჟო სიტროენის“ არაერთ მოდელზეც შეხვდებით.
ახლახანს დაგენჰემის ქარხანამ განსაცვიფრებელ
ზღვარს მიაღწია - მე-40 მილიონე ძრავი გამოუშვა. ამგვარად, ის ავტოინდუსტრიის
ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი მწარმოებელი ქარხანაა. და, როგორც ამბობენ,
ისე ჩანს, რომ მორიგ 40 მილიონსაც გამოუშვებს. ოღონდ, თანამედროვე ტექნოლოგიების
წყალობით, ამისთვის 70 წელი კი არა, გაცილებით ნაკლები დრო ეყოფა.
No comments:
Post a Comment