Thursday, July 12, 2012

„მერსედესი“ შუმახერს დაელოდება

Mercedes will not consider other options until Schumacher decides on F1 future
12 ივლისი
ეს თემა ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე მთავარია ფორმულა ერთის სილი სიზონში. რას აპირებს მიხაელ შუმახერი, ფ1-ის ყველაზე ტიტულოვანი მრბოლი? მიდის, თუ სამქიმიანებთან კონტრაქტ გაგრძელებს? თუ რჩება, გერმანულ კომპანიას კითხვები არ აქვს - შუმისთვის, თუნდაც ლეგენდარული შუმის ლანდისთვის, ადგილი არავის ენანება. და თუ მიდის, მისი შემცვლელის ძებნას მერეღა დაიწყებენ.
არადა, ბრიტანული რბოლის წინ, პადოკში გაჩნდა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს, გუნდმა შუმახერს ექვსი კვირა მისცა მოსაფიქრებლად. მაგრამ „მერსედეს GP-ს“ შეფმა როს ბრაუნმა ახლახანს განაცხადა, რომ ის არცერთი სხვა მრბოლის გადაბირებაზე წუთიტაც არ იფიქრებს მანამ, სანამ შუმი თავის გადაწყვეტილებას მიიღებს.
არადა, ახლა შესანიშნავი მომენტია იმისათვის, რომ სამქიმიანებმა ლუის ჰამილტონის გადაბირებაზე იფიქრონ - მარკ უებერმა და „რედ ბულმა“ კიდევ ერთი სეზონით გააგრძელეს კონტრაქტი. ანუ, ჰამილტონს არჩევანი შეეზღუდა. არის ლაპარაკი იმაზეც, რომ შესაძლოა, ის „ლოტუსში“ გადავიდეს. მაგრამ „მერსედესს“ ეს ნაკლებად აინტერესებს...
„ჩვენ ჯერ მიხაელს დაველოდებით მანამ, სანამ საჭირო იქნება. მერე კი ვნახავთ, რა სიტუაციაში ვართ და რისი გაკეთება სჯობს“, - ამბობს ბრაუნი, ვისთან ერთადაც, შუმის თავისი შვიდივე ტიტული აქვს მოპოვებული.
რაც ფ1-ში დაბრუნდა, გერმანელი მრბოლი მსოფლიო ჩემპიონატში მესამე სეზონს ატარებს. და ყველაზე კარგი შედეგებიც აქვს. სხვა თუ არაფერი, დაბრუნების შემდეგ, კვარცხლბეკზე პირველად ვალენსიაში ავიდა. ამასთან, ბრაუნი ამბობს, ყველა ნიშანია იმისა, რომ შუმის ფ1-ში ყოფნა ისევ სიამოვნებას ანიჭებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის აქ დარჩება. თუმცა, კონტრაქტის გაგრძელებაზე ლაპარაკი გუნდსა და მრბოლს შორის ჯერ არ დაწყებულა. მართალია, ბრაუნი ამბობს, რომ შუმახერს სიამოვნებით დაუცდის, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ კარგი იქნება, თუ ყველაფერი მალე გაირკვევა.
„ადრე თუ გვიან, დადგება მომენტი, როცა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მოლაპარაკება უნდა დავიწყოთ, რადგან ამ პროცესს დრო სჭირდება. გადაწყვეტილების მისაღებად, გარკვეული პირობების შეთანხმებაა საჭირო. მაგრამ არ გვაქვს კრიტიკული წერტილი, რომლის იქით გადაცილებაც არ შეგვიძლია. მთავარია, სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. და როდის შევძლებთ ამას, ეს მეორეხარისხოვანია“, - ამბობს ბრაუნი.
თუ შუმახერი წავა, „მერსედესს“ რამდენიმე ვარიანტი აქვს: დახარჯოს მილიონები იმისათვის, რომ „მაკლარენიდან“ ჰამილტონი გადაიბიროს, რომელსაც კონტრაქტი ამ სეზონის ბოლოს უმთავრდება, თუ იზრუნოს „ფორს ინდიადან“ შოტლანდიელი პოლ დი რესტას, ან გერმანელი ნიკო ჰულკენბერგის გადაყვანაზე.



ასევე წაიკითხეთ (საინტერესოა)

ერთი-ერთზე ლე მანთან

No comments:

Post a Comment