Thursday, July 12, 2012

ავტომობილი ქარის ძალით, ქარზე ორჯერ სწრაფია (ვიდეო)


Wind-Powered Car Travels At Twice the Speed of the Wind
11 ივლისი
შიდაწვისძრავიანი ავტომობილების ეპოქა მალე ჩაივლის. ადამიანი ასეთი აგრეგატების ექსპლუატაციას მას შემდეგაც გააგრძელებს, რაც ნავთობის მარაგი ამოიწურება, მაგრამ რა თქმა უნდა, არა იმ მასშტაბით, როგორითაც ახლა. ამჟამად მეცნიერები ავტომობილისთვის ენერგიის ალტერნატიულ წყაროებს ეძებენ. ჯერჯერობით, ყველაზე მისაღები ელექტროენერგია ჩანს. თუმცა არიან გამომგონებლები, რომლებიც ალტერნატიულ, ხშირად კი რეალობისგან შორსმდგარ გადაწყვეტებსაც კი გვთავაზობენ.

ამერიკელმა ინჟინერმა რიკ კავალარომ ოთხბორბლიანი სატრანსპორტო საშუალება, „ბექბირდი“ დაამზადა, რომელიც ქარის ძალას იყენებს. ეგ კიდევ არაფერი, ქარზე სწრაფად მოძრაობა შეუძლია და ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით, იმავე ქარზე ორჯერ მეტ სიჩქარესაც კი ავითარებს!
კალიფორნიაში, ნიუ იერუსალემის მახლობლად არსებულ აეროპორტის ასაფრენ ზოლში ტესტირებისას, ქარის მოძრაობის მიმართულებით გადაადგილების დროს, „ბლექბირდმა“ მის მამოძრავებელ ქარზე 2.86-ჯერ მეტი სიჩქარე განავითარა, ქარის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებისას კი მისი სიჩქარე ქარისას 2.01-ჯერ აღემატებოდა.
ერთი შეხედვით, საოცარი მიღწევაა, მაგრამ თუ უცნაური მანქანის სურათს დააკვირდებით, ამ მიღწევის მიზეზსაც მიხვდებთ. ეს პროპელერია, რომელიც სწორედ შემხვედრი ქარის ძალას იყენებს და მამოძრავებელ ძალად გარდაქმნის, რომელიც ბორბლებს მიეწოდება. და თუ ქარი მიმართულებას შეიცვლის, პროპელერის ფრთებიც შესაბამისი კუთხით მობრუნდება, რათა ქარის ძალის მაქსიმალურად ათვისება შეძლოს.

კავალარომ და მისმა პარტნიორებმა კარგად იციან, რომ მათი ქარმობილი ძალიან შორსაა პრაქტიკული გამოყენებისგან. მაგრამ იმედი აქვთ, რომ მათი მსგავსი ენთუზიასტებისთვის მისაბაძი მაგალითი გახდებიან. დაიწყება მათ მიერ შემუშავებული კონსტრუქციის დახვეწა და ვინ იცის, ოდესმე შეიძლება გზებზე ქარმობილებიც ვიხილოთ.
სხვათა შორის, სატრანსპორტო ნაოსნობაში უკვე იყენებენ ქარის ძალას და შორს არც ის დროა, როდესაც უზარმაზარი ტანკერები, ქარის ძალასაც გამოიყენებენ...


ვიდეო


No comments:

Post a Comment