Sunday, July 1, 2012

„ტოიოტა კამატი“ - სათამაშო ავტო მთელი ოჯახისთვის (ვიდეო)

Toyota Gets Playful with Customizable Camatte Concept for the 2012 Tokyo Toy Show
1 ივლისი
ტოკიოს სათამაშოების საერთაშორისო გამოფენაზე, „ტოიოტამ“ საინტერესო კონცეპტუალური ავტომობილი-სათამაშო გამოიტანა, რომელიც თავისი გარეგნობით, სრულყოფილი მცირეგაბარიტიანი ავტომობილის შთაბეჭდილებას ტოვებს. ის ასეთია, დადის, მაგრამ მხოლოდ ოჯახში გასართობადაა და არა გზებზე სასიარულოდ.

პედლებიანი მანქანებისგან განსხვავებით, „ტოიოტა კამატი“ გარეგნულადაც და ინტერიერითაც ჩვეულებრივ ავტომობილს მოგაგონებთ, მას ბორბლებიც კი შესაფერისი აქვს. ინტერიერში ჩვეულებრივ მაჩვენებლების დაფას ნახავთ, რეგულირებად სავარძლებსაც (ასეთი სამია), საჭის რგოლსაც, გაზის და მუხრუჭების პედლებსაც, რომლებიც „თავის“ მოვალეობას ასრულებს. კაპოტქვეშ ძრავია (ელექტრული), თუმცა „ტოიოტა“ მის მახასიათებლებზე არაფერს ამბობს. მოკლედ, შეგიძლიათ დაჯდეთ და გაატაროთ...
საიდან მოუვიდათ „ტოიოტაში“ ასეთი „ნამდვილი“ სათამაშოს შექმნის იდეა? იაპონურ კომპანიაში სჯერათ, რომ ამ მანქანის დახმარებით, პატარებში ტექნიკისადმი, კონკრეტულად კი ავტომობილისადმი ინტერესი გაღვივდება. „კამატის“ მთავარი დანიშნულება ხომ ისაა, რომ მშობლების დახმარებით, ბავშვი მანქანის კონსტრუქციაში გაერკვეს.
„კამატის“ კონსტრუქციაში მეტად საინტერესო გადაწყვეტაა სავარძლების 1+2 განლაგება. ანუ, „მძღოლის“ სავარძელი შუაში და წინაა მოთავსებული, მგზავრი მშობლები კი უკან მოთავსდებიან და შვილის მძღოლობას გააკონტროლებენ. კიდევ უფრო საინტერესო ისაა, რომ ერთ შასის ძარის პანელების ორი კომპლექტი მოჰყვება. ასე რომ, ოჯახს შეუძლია, ძარა თავადვე გამოცვალოს. რა თქმა უნდა, ამას დრო უნდა, მაგრამ სამაგიეროდ, ეს პროცესი მეტად საინტერესოა.
ალბათ ცოტა უცნაურია ასეთი სირთულია სათამაშოს შექმნა... მაგრამ „ტოიოტამ“ გაითვალისწინა ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, ახალგაზრდა ტაობას ნაკლებად აინტერესებს ავტომობილი და მისი მართვა. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, იაპონიაში ავტომობილი, თუნდაც ნახმარი, შესანიშნავი საჩუქარი იყო ოჯახის ყველაზე უმცროსი წევრებისთვის. ახლა სიტუაცია სულ სხვაგვარად ყოფილა - მანქანებზე მეტად, თინეიჯერებს ელექტრონული გასართობები, კომპიუტერები მეტად აინტერსებთ. საკვლევ ფირმა „გარტნერის“ მიერ მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 18-დან 24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შორის ინტერნეტი უფრო პოპულარულია, ვიდრე ავტომობილი.
„ტოიოტას“ ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, გამოუშვებს, თუ არა „კამატს“. იაპონურ კომპანიაში დარწმუნებულები არიან, რომ ამ სათამაშოს დახმარებით, შესაძლებელი იქნება ახალგაზრდების ინტერესის ავტომობილებისადმი შემობრუნება. ისინი უკეთ აღიქვამენ მანქანას და ისწავლიან მის მოვლას, შეძლებენ მარტივ რემონტს. საჭის მართვაზე მიჩვევა კი მათ იმ შიშს მოუხსნის, რომელიც საერთო სარგებლობის გზებზე პირველ გამოსვლას სდევს ხოლმე.
გამოფენაზე „ტოიოტამ“ ორი მოდიფიკაციის „კამატი“ გაიტანა - მათგან „სორა“ კლასიკური მინიავტომობილს მოგაგონებთ, „დაიჩი“ კი ძველი „ლენდ კრუიზერის“ სტილის უგზოობის ავტომობილის სტილშია შესრულებული. ორივეს კი ერთი შასი აქვს. „ტოიოტა“ აცხადებს, რომ ეს ჯერ მხოლოდ კონცეპტუალური ქმნილებაა და მისი წარმოება არ იგეგმება...


ვიდეო





ასევე წაიკითხეთ

ქართული ტუნინგი


გოჩა ქსოვრელის დიზაინი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2010/12/2.html

No comments:

Post a Comment