24 ივლისი
„როლს როისმა“ თავის ლიმუზინ „ფანტომის“ ბაზაზე,
მისი ღია ვერსია, სახელად „დროპჰედ“ შექმნა, რომელსაც უფრო სახმელეთო იახტას უფრო
უწოდებ, ვიდრე კაბრიოლეტს. ამჯერად კი ბრიტანული კომპანია თავის მეორე მოდელს, „ფანტომთან“
შედარებით მომცრო „გოსტს“ მიადგა, რომლის ბაზაზეც ორკარიან ვერსიას ამზადებს.
შესაძლოა, ასეთ ავტომობილს „კორნიში“ უწოდონ,
რომელიც „როლსის“ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და პრესტიჟული სახელია.
რაც მთავარია, ეს სახელი ახლახანს „ბეემვემ“ დააპატენტა, რაც ბავარიულ კომპანიას,
მისი გამოყენების ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს. ეს კი ისე არ გაკეთდებოდა, გერმანული
კომპანიას მის გამოყენებას რომ არ აპირებდეს.
თუმცა, არც სხვა ვერსიებია გამორიცხული. ფოტოზე
გამოსახული შენიღბული ავტომობილი „როლს როისია“. მაგრამ მას ორი კარი აქვს, თუ
ოთხი, ამის თქმა ძნელია. სატესტო პროტოტიპს თითოეულ მხარეს აშკარად ორ-ორი
სახელური აქვს. ასევე შესამჩნებია შუა საყრდენი, მის უკან კი მომცრო ზომის კარი.
ყოველ შემთხვევაში, უკანა ბორბლის თაღთან არსებული ჭრილი ამას მიგვანიშნებს. მაგრამ
ისიც ფაქტია, რომ ასეთი ნიშნების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ეს ავტომობილი შეიძლება „ბეემვეც“
იყოს - რადიატორს შეხედეთ და მის ფორმას სწორედ ბავარიული კომპანიის საფირმო
ნიშანს მიამგვანებთ...
მოკლედ,
მარჩიელობას არანაირი შედეგი არ მოაქვს. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ დროზე ადრე
გავიგოთ ამ მანქანის წარმომავლობა და „როლსის“ სამომავლო გეგმები, მაგრამ ეს
მანქანა შენიღბული სწორედ იმიტომაა, რომ ბრიტანულმა კომპანიამ საიდუმლოს ბოლომდე
შენახვა შეძლოს. და როდესაც ავტომობილი მზად იქნება, მის შესახებ ინფორმაციას დოზა-დოზა,
ტიზერებით და მწირი ინფორმაციის გაჟონვით თავად მოგვაწვდიან. მერე კი პრემიერის
დროც მოვა...
ასევე წაიკითხეთ
”ჰირუნდო” - ქართული სუპერ ავტომობილი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2011/10/blog-post_1986.html
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment