Tuesday, July 24, 2012

„ტოიოტა“ 200 მილიონიან ზღვარს გასცდა

Toyota's All-Time Sales Surpasses 200 Million Mark
24 ივლისი
„ტოიოტა მოტორ კორპორეიშნმა“ გამოაცხადა, რომ ივნისში მნიშვნელოვანი, ისტორიული ზღვარი გდალახა - მე-200 მილიონე ავტომობილი გამოუშვა. ამისათვის მას 76 წელი და 11 თვე დასჭირდა. პირველი ავტომობილი, რომელიც „ტოიოტა აუტომატიკ ლუმ უორკსმა“ 1935 წლის აგვისტოში გამოუშვა, მსუბუქი სატვირთო ავტომობილი (თანამედროვე საზომით პიკაპი) „მოდელი G1“ იყო.

ამ ავტომობილის წარმოება „ტოიოტა აუტომატიკ ლუმ უორკსის“ საავტომობილო შტოს დაევალა, რომელიც მალე განცალკევდა და იმ კომპანიად ჩამოყალიბდა, რომელსაც „ტოიოტა მოტორ კორპორეიშნის“ სახელით ვიცნობთ.
პირველი თაობის კოროლა
გამოშვებული 200 მილიონიდან, 145.21 მილიონი ავტომობილი იაპონურმა ქარხნებმა გამოუშვეს, დანარჩენი 55.12 მილიონი კი - უცხოეთში არსებულმა ქარხნებმა. აქედან 7.44 მილიონი იაპონური კომპანიის ევროპულ ქარხნებზე (ბრიტანეთში, ჩეხეთში, საფრანგეთში, პორტუგალიაში, თურქეთსა და რუსეთში) მოდის.
„მინდა, გულითადი მადლიერება გამოვხატო ჩვენი პროდუქციის მომხმარებლების მიმართ, რომლებმაც ეს მიღწევა შესაძლებელი გახადეს. ასევე ღრმა პატივისცემით ვარ განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც წლების განმავლობაში, „ტოიოტას“ და „ლექსუსის“ ავტომობილების შემუშავებაში, წარმოებასა და მარკეტინგში ღებულობდნენ მონაწილეობას. ჩვენი ავტომობილების კიდევ უფრო დახვეწას ვაპირებთ იმისათვის, რომ ჩვენს კლიენტებს საუკეთესო პროდუქტი შევთავაზოთ. ეს არის მიზანი „ტოიოტას“ მთელი შემადგენლობისა, რომელიც მთელს მსოფლიოში 300 000 ადამიანს აერთიანებს“, - ამბობს „ტოიოტა მოტორ კორპორეიშნის“ პრეზიდენტი აკიო ტოიოდა.

აღსანიშნავია, რომ არსებობის პირველი 36 წლის განმავლობაში, „ტოიოტამ“ 10 მილიონი ავტომობილი გამოუშვა. დღეს თითქმის ამდენს ერთ წელიწადში უშვებენ. იაპონურმა კომპანიამ 50 მილიონიანიზღვარი 1985 წლის ოქტომბერში გადალახა, 100 მილიონს კი 15 წლის წინ გასცდა. მორიგი 50 მილიონი ავტომობილი „ტოიოტამ“ 9 წელიწადში გამოუშვა, ბოლო 50 მილიონისთვის კი 6 წელი იმყოფინა.
იაპონური კომპანიის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილი „კოროლაა“, რომელიც უკვე 11 თაობაა გამოსული და 39.08 მილიონი - გაყიდული.


ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

No comments:

Post a Comment