Tuesday, July 24, 2012

„ჰიუნდაი“ ბრაზილიისთვის კომპაქტურ HB20-ს ამზადებს

Hyundai Teases HB20 Compact in Brazil
24 ივლისი
„ჰიუნდაიმ“ გამოაქვეყნა ფოტო ტიზერი ავტომობილისა, რომლის წარმოებასაც მალე ბრაზილიაში დაიწყებს. ავტომობილის სახელია HB20 და მასში აბრევიატურა „ჰიუნდაი ბრაზილს“ ნიშნავს, რიცხვი 20 კი პლატფორმის ზომას, რომელზეც ავტომობილი აიგება. რეალურად, ეს შეიძლება იყოს სედან i20-ის სახეშეცვლილი ვარიანტია. მისი დიზაინი კი „თხევადი სკულპტურის“ სტილშია შესრულებული.
ავტომობილს ქალაქ სან პაულუს ქარხანა პირასიკაბა სექტემბრიდან გამოუშვებს. იქ გამოშვებული ავტომობილები კი კომპანიის ბრაზილიელ დილერთა შოურუმებში ოქტომბერში გამოჩნდება. მთავარი ამ ინფორმაციაში კი ისაა, რომ HB20 კორეული კომპანიის ისტორიაში პირველი ბრაზილიურ ავტომობილი გახდება (სან პაულუს ქარხანაც პირველად სექტემბერში ამუშავდება). დაკიდევ, HB20-ის ბაზაზე კომპაქტური ავტომობილების პატარა ოჯახი შეიქმნება, რომელშიც ჰეჩბეკი, სედანი და ქროსოვერი შევა.
ავტომობილი 1.0 და 1.6-ლიტრიანი ძრავებით აღიჭურვება, რომლებსაც როგორც ბენზინზე, ასევე ეთანოლზე და მათს ნარევზე მუშაობა შეუძლია. ორივე ძრავისთვის მექანიკური კოლოფია განკუთვნილი, 1.6-ლიტრიანი ძრავის შემთხვევაში კი მყიდველს ავტომატური კოლოფის შეკვეთა შეუძლია.

No comments:

Post a Comment