24 ივლისი
„ბენტლიმ“ თავის ქრიუს (ინგლისი) ქარხნის
თანამშრომლებს გამოუცხადა, რომ მალე ამ ქარხანაში უგზოობის ავტომობილის წარმოებას
დაიწყებს, რაც იქ დასაქმებულებს მინიმუმ 14-წლიან გარანტიას აძლევს იმისას, რომ
ისინი სამუშაოს არ დაკარგავენ. ეს ინფორმაცია გაზეთმა „სენტინელმა“ გაავრცელა,
რაზეც „ბენტლის“ კომენტარი არ გაუკეთებია.
ბრიტანულმა კომპანიამ, რომელიც „ფოლკსვაგენის“
ჯგუფის წევრია, ჟენევის წლევანდელ მოტორ შოუზე, უგზოობის კონცეპტუალური EXP 9 F
წარადგინა. მართალია, ამ ავტომობილმა, კონკრეტულად კი მისმა გარეგნობამ, საყოველთაო
კრიტიკა დაიმსახურა, „ბენტლის“ მარკეტოლოგები ირწმუნებიან, რომ ლუქსის კლასის
მარკისთვის, ეს კარგი სტილია და რომ ავტომობილი ბევრ გადაკეთებას არ საჭიროებს.
„ბენტლის“ მთავარ აღმასრულებელ ვოლფგანგ დურჰაიმერს
ნათქვამი აქვს, რომ თუ მისი კომპანია უგზოობის ავტომობილის წარმოებას გადაწყვეტს,
მისი წლიური გაყიდვების მოცულობა 3.5-5 ათასის ფარგლებში იქნება. ეს კი დიდი
რიცხვია კომპანიისთვის, რომელმაც შარშან 7003 ავტომობილი გაჰყიდა.
იმისათვის, რომ ქრიუს ქარხანამ დამტებითი
ავტომობილების წარმოება შეძლოს, მისი მოდრნიზაციაა საჭირო, რისთვისაც ის მალე სამი
კვირით დაიხურება. ადრე ამისათვის ორი კვირა იყო გამოყოფილი, თუმცა მალე გაირკვა,
რომ გადაიარაღებისთვის კიდევ ერთი კვირაა საჭირო. არდადეგების გახაგრძლივების კიდევ
ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ისაა, რომ მომწოდებელი, რომელიც ძარების წარმოებაზეა
სპეციალიზებული, წარმოების ზრდის მოთხოვნასასე უცებ ვერ გასწვდება.
აღსანიშნავია, რომ მოდელ „კონტინენტალის“ შეღებილ
ძარებს „ბენტლი“ „ფოლკსვაგენის“ ცვიკაუს ქარხნიდან ღებულობს. იგივე ქარხანა ძარებს
ვოლფსბურგული გიგანტის ფლაგმან სედან „ფაეტონისთვისაც“ აწარმოებს.
„ბენტლის“
ნათქვამი, აქვს, რომ თავის პირველ უგზოობის ავტომობილს 6.0-ლიტრიანი W12 ძრავით
აღჭურვავს, რომლის სიმძლავრე 600 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 800
ნიუტონმეტრს აღწევს. მოგვიანებით, ძრავების გამაში უახლესი, 4.0-ლიტრიანი წყვილ
ტურბოიანი V8
(500 ცხენის ძალა) და ჰიბრიდული სისტემაც შევა.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment