New Ford Transit and Turneo Custom Enter
Production in Turkey
28 ივლისი
„ფორდმა“ გამოაცხადა, რომ თავის თურქულ ქარხანა „ქოჩაელი
ფორდ ოტოსანში“, ახალი „ტრანზიტ კასტომის“ და „ტურნეო კასტომის“ წარმოება დაიწყო. მართალია,
ამ ორ ავტომობილს თურქეთში ააწყობენ, მაგრამ მათთვის ძრავებს ამერიკული კომპანიის
ბრიტანული ქარხანა (დაგენჰემის) გამოუშვებს, რომელმაც ახლახანს მე-40 მილიონე
ძრავი დაამზადა.
„ფორდი“ მომავალი წლის ბოლოსთვის თავისი კომერციული
ავტომობილების გადახალისებას აპირებს და ამ გეგმის შესრულება სწორედ საშუალო ზომის
მინივენების, „ტრანზიტ კასტომის“ და „ტურნეო კასტომის“ განახლებით დაიწყო.
ამერიკული კომპანიის მინივენების გამაში, „ტრანზიტ
კასტომს“, კომპაქტურ „ტრანზიტ კონექტსა“ და დიდი ზომის ვენ “ტრანზიტს“ შორის
უკავია ადგილი. მისი სამოქალაქო ვერსია, რომელსაც 8-9 ადამიანის გადაყვანა
შეუძლია, „ტურნეო კასტომია“.
ამ ორივე ავტომობილის ძრავების გამაში ერთი
საბაზისო აგრეგატი შედის, რომელსაც ფორსირების სამი ხარისხი აქვს. ესაა 2.2-ლიტრიანი
ოთხცილინდრიანი სერია „დურატეკის“ დიზელი, რომელიც 100, 125 და 155 ცხენის ძალას
ავითარებს.
„კოხტა
და თანამედროვე ავტომობილი, რომლითაც მის მფლობელს ტავისუფლად შეუძლია იამაყოს -
ასე დავახასიათებ „ტრანზიტ კასტომს“, რომელიც „ფორდის“ სრულიად ახალი ტიპის
ერთტონიანი ავტომობილია. იმავდროულად, ეს ისევ ის მუშა მანქანაა, რომელსაც
მომხმარებელი დიდი ხანია, აფასებს“, - ამბობს „ფორდ ოფ იუროპის“ თავმჯდომარე და
მთავარი აღმასრულებელი სტივენ ოდელი.
No comments:
Post a Comment