Opel May Conjure Up Range of Adam-Based Cars
28 ივლისი
„ოპელ ადამის“ ოფიციალური პრემიერა ჯერ არ
ჩატარებულა, თუმცა ახლავე ცნობილია, რომ ამ ავტომობილით, გერმანულმა კომპანიამ კონკურენცია
„მინის“ და „ფიატ 500-ს“ უნდა გაუწიოს. და იმისათვის, რომ კონკურენცია სრულფასოვანი
იყოს, რიუსელსჰაიმელები თავიანთი მეტოქეების მსგავსად უნდა მოიქცნენ - ახალი
ავტომობილის ბაზაზე, სხვა ტიპის მანქანების მთელი ოჯახი უნდა ჩამოაყალიბონ, როგორც
„მინიმ“ და „ფიატმა“ გააკეთეს.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, „ვოქსოლის“
(ოპელის ბრიტანელი ნათესავი) თავმჯდომარე დანკან ალდრიდმა განაცხადა, რომ „ადამის“
განვითარებასთან დაკავშირებით, იდეები უკვე მუშავდება. „როცა ვხედავთ, რამდენად
წარმატებულია „მინის“, „ფიატ 500-ის“ და „სიტროენის“ სუბ-ბრენდი DC,
ვგრძნობთ, რომ დაახლოებით იგივეს გაკეთება
ჩვენც შეგვიძლია“, - ამბობს ალდრიდი.
„ვოქსოლის“ შეფი დასძენს, რომ „ახალი ოჯახის ყოველი
ახალი წევრის შემუშავებისას, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მთავარია, ყოველი
ახალი ავტომობილი ისეთივე კარგი გამოვიდეს, როგორიც საბაზოა. თუ არა, მაშინ
ძირითად მოდელსაც უფუდბა ავტორიტეტი და შედგსაც საპირისპიროს მიიღებ“.
ეს კი ნიშნავს, რომ მართალია, „ოპელ/ვოქსოლში“
ახალი, პატარა ავტომობილების ოჯახის შექმნის იდეა მოსწონთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს,
რომ წარმატება გარანტირებული იქნება.
„ახლანდელ ეკონომიკურ კრიზისში, სიფრთხილე ყველაზე
დიდი მოკავშირეა“, - ამბობს ალდრიდი.
ასევე წაიკითხეთ
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
„ჰირიკო“ – დასაკეცი ელექტრომობილი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/01/blog-post_25.html
გორდონ მარი ავტოინდუსტრიაში რევოლუციას ამზადებს
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7622.html |
„ლოტუს უორლდ ქარ კონცეპტ“ - ძალიან იაფი და ეკონომიური
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_13.html |
No comments:
Post a Comment