Saturday, July 28, 2012

ჰამილტონი უნგრეთის პოულზეა

Hamilton takes pole position, Webber struggles
28 ივლისი

საოცარი სეზონია - ბრიტანეთსა და გერმანიაში ისე ჩანდა, რომ „მაკლარენმა“ პოზიციები დათმო და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ორივე ფრონტზე გამოეთიშა. მაგრამ გერმანიიდან ერთი კვირის შემდეგ, უოკინგელების მჯობნი გუნდი არ ჩანს. სხვათა შორის, ჯენსონ ბატონმა ჰოკენჰაიმის შემდეგვე განაცხადა, ჩვენი მანქანა ტრასაზე უსწრაფესიაო, მაგრამ კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური ხომ იქ ფერნანდო ალონსომ დაიკავა...

მოკლედ, ჰუნგარორინგზე აბსოლუტურად დომინანტი პილოტი გამოვლინდა. ეს ლუის ჰამილტონია, ვინც უახლოეს მდევრებს - რომენ გროჟანს და სებასტიან ფეტელს დაახლოებით ნახევარი წამი მოუგო, თანაგუნდელ ბატონს ცოტა მეტი. სეზონის გამოკვეთილი ლიდერი ალონსო კი თითქმის წამის სიშორეზეა. ალონსოს რბოლის დღეს 31 წელი შეუსრულდება და რა თქმა უნდა, ისევ გამარჯვებისთვის იბრძოლებს. მას ეს უფრო შორიდანაც შეუძლია. მაგრამ მთავარი ისაა, რომ არდადეგებზე იმ შემთხვევაშიც ლიდერის რანგში გავა, თუ უნგრეთს უქულოდ დატოვებს...

ჰამილტონისთვის ეს მიმდინარე სეზონში მესამე პოულ პოზიციაა, მისი გუნდისთვის კი - 150-ე. თანაც, ჰუნგარორინგზე მას ჯერ ბადალი არ ჰყავს. ის პირველ ორ პრაქტიკაზე უსწრაფესი იყო და მართალია, მესამეზე მარკ უებერს ჩამორჩა, მაგრამ ბევრით არა, კვალიფიკაციაზე კი ახლოსაც არავინ გაიკარა.
უებერი კი კვალიფიკაციის მესამე სექტორშიც ვერ გავიდა. მისი ბედი ორივე „ზაუბერმა“ და ორივე „მერსედესმაც“ გაიზიარა. სამაგიეროდ, ათეულში სრული შემადგენლობით მოხვდა „უილიამსი“. მიხაელ შუმახერი ბოლო შანსის გამოყენებას ცდილობდა, როცა ბოლო წამებზე, მის წინ პასტორ მალდონადო შეცდა. ვენესუელელმა გრუნტზე გაიარა და უკან მომავალ შუმახერს მტვრის კორიანტელი დაუტოვა, რის გამოც, გერმანელს ტემპის დაგდება მოუხდა.
ფელიპე მასამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ კრიზისი დაძლია - ალონსოს მხოლოდ 0.016 წამით ჩამორჩა. ფეტელმა მესამე დრო დააფიქსირა, ნარბოლევს კი განაცხადა, მანქანის ბალანსი ოპტიმალური არ იყო და უფრო მეტიც შეიძლებოდაო.
„ძალიან მიხარია, რომ ბოლოს და ბოლოს, ტექნიკური სიახლეების შედეგები მივიღეთ. მათი წყალობით იქ ვართ, სადაც ვისურვებდი. რა თქმა უნდა, არ ვიტყვი, რომ თავს მოდუნების საშუალებას მივცემ. სტარტამდე ჯერაც ბევრი სამუშაო გვაქვს“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც უნგრეთში ორი გამარჯვება აქვს მოპოვებული. მაგრამ წინა ორი ეტაპი უქულოდ დაასრულა და ახლა ჩემპიონატში მეხუთეა.
საერთო ჯამში, კმაყოფილია ფეტელიც: „ლუისი დღეს მიუწვდომელი იყო. თუმცა, მესამედან რბოლის დაწყება ურიგიო არაა. ყოველთვის ვერ ახერხებ, რომ ყველაფერმა იდეალურად იმუშაოს. მანქანა სწრაფია, მაგრამ ბალანსის მხრივ, გამართვა სჭირდება. იმ პროგრესის გათვალისწინებით, რაც აქ გვქონდა, რბოლას კარგი პოზიციიდან ვიწყებ“.


უნგრეთის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:20.953
2. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:21.366
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:21.416
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:21.583
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:21.730
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:21.844
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:21.900
8. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         1:21.939
9. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                          1:22.343
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:22.847
- - - - - - - - - -
11. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    1:21.715
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:21.813
13. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:21.895
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:21.895
15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:22.300
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:22.380
17. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               1:22.723
- - - - - - - - - -
18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:23.250
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:23.576
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:24.167
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                         1:25.244
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1:25.476
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                1:25.916
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)              1:26.178



სასტარტო განლაგება

1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)

2. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)
4. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
7. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
8. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)
9. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)
10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)
11. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)
12. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)
13. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
14. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)
15. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)
16. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)
17. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)
18. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)
21. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)




ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html 

No comments:

Post a Comment