28 ივლისი
ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა მფლობელმა ბერნი
ეკლსტოუნმა დაადასტურა, რომ მომავალი სეზონის კალენდარშიც 20 ეტაპი შევა. ამასთან,
მათი განლაგება დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორიც ამ სეზონშია. თუმცა, ერთი
ახალი (ნიუ ჯერსიში) ეტაპი მაინც დაემატება. არადა, ეკლსტოუნის ამ განცხადებამდე
იყო ლაპარაკი იმაზე, რომ მომავალი სეზონის კალენდარში, ეტაპების რიცხვი
მოიმატებდა.
ბერნის სპეციფიკური თარიღები არ მიუთითებია, მაგრამ
სავარაუდოდ, სეზონი ისევ ავსტრალიაში აიღებს სტარტს და ბრაზილიაში დასრულდება.
თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ სეზონის ბოლო რბოლა ოსტინის (აშშ) ახალ ტრეკზე
ჩატარდეს. ბერნი ასევე ადასტურებს, რომ მომავალ სეზონში არ იქნება რბოლა
ვალენსიაში. ეს ტრეკი, ორ წელიწადში ერთელ, ბარსელონას მონტმელოს, ესპანეთის დიდი
პრიზის მასპინძლად შეენაცვლება. რაც შეეხება ნიუ ჯერსის ეტაპს, მისი ბედი ჯერაც
გაურკვეველია, თუმცა ბერნი დარწმუნებულია, რომ ეს რბოლა ჩატარდება.
„20 რბოლა გვექნება, მეტნაკლებად ისეთივე კალენდარი
იქნება, როგორიც ამ სეზონში. ვფიქრობ, ნიუ ჯერსის რბოლაც ჩატარდება“, - ამბობს
ეკლსტოუნი და დასძენს, რომ ამ რბოლის ორგანიზატორებთან მუდმივი კონტაქტი აქვს.
ამასთან, ბერნი ამბობს, რომ ყველაფერს იღონებს,
რათა გერმანიის დიდი პრიზი კალენდარში შეინარჩუნოს. როგორც ცნობილია, მომავალ
სეზონში, რბოლის ჩატარება ნურბურგრინგს უწევს, რომელიც გაკოტრების პირასაა.
კითხვაზე, თუ ნურბურგრინგი რბოლას ვერ უმასპინძლებს, ამ შემთხვევაში რა იქნება,
ბერნი პასუხობს: „რბოლას ჰოკენჰაიმში ჩავატარებთ“.
ასევე წაიკითხეთ
ერთი-ერთზე ლე მანთან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html |
„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/04/blog-post_23.html |
No comments:
Post a Comment