21 ივლისი
ამერიკული კომპანია ირწმუნება, რომ ეს მხოლოდ
მეცნიერებისთვის გააკეთა. უფრო მეტიც, მისი ინჟინრები ირწმუნებიან, რომ ეს პატარა
ბურთები, სალონის სივრცის გასაზომად იდეალური საშუალებაა. ჩატარებულმა
ექსპერიმენტმა გამოავლინა, რომ ახალი „ისკეიპის“ (ევროპაში ის კუგას სახელით იყიდება)
სალონში 56 778 ბურთი ეტევა.
„ფორდის“ წამოწყებას ობიექტური მიზეზი აქვს -
პინ-პონგის ბურთები, სალონის უსწორმასწორო პატარა სივრცეებს კარგად ავსებენ. და
ამგვარად ამ სივრცეების მოცულობის გაგება მარტივდება.
ადრე კომპანია სალონის სხვადასხვა ნაწილის სიგრძის,
სიგანის და სიმაღლის გასაზომად (რაც მოცულობის დასადგენად იყო საჭირო), ლენტურ მზომს
იყენებდა. მაგრამ გამოვლინდა, რომ ამ მეთოდის გამოყენებისას, გაზომვების
სხვადასხვა პირის მიერ ჩატარების შემთხვევაში, შედეგები განსხვავებული იყო. პატარა
ბურთებით კი ყველაფერი გაცილებით მარტივად და სწრაფად კეთდება.
„ეს უჩვეულო იდეა ჩვენი სპეციალისტების გონებრივი
დაძაბვის შედეგად წარმოიშვა. შესაძლოა, ვინმე არ დაგვეთანხმოს, მაგრამ ჩვენ
სპეციალური კვლევა ჩავატარეთ, რომელმაც დაგვარწმუნა იმაში, რომ პინ-პონგის
ბურთების გამოყენებით, გაზომვები უფრო ზუსტი და უცვლელია“, - ამბობს „ფორდის“ ავტომობილების
აგებულების ზედამხედველი ერიკ ჯეკსონი.
„ფორდის“ ინჟინრებმა შეიმუშავეს სპეციალური
ფორმულა, რომელიც ბურთების დახმარებით, სივრცის, კერძოდ კი სალონის მოცულობის დიდი
სიზუსტით დადგენის საშუალებას იძლევა. და ეს იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ამ
მეთოდით გაზომილი სალონის მოცულობა, კონკურენტი ავტომობილების სალონებს შეადარონ.
გარდა
ამისა, „ფორდის“ ინჟინრებმა ლაზერული სკანერებით გაზომეს იმ ნივთების მოცულობები, რომლებიც
შეიძლება მფლობელმა თავისი ავტომობილით გადაიტანოს. ეს კი საჭიროა იმისათვის, რომ
წინასწარ მაღალი სიზუსტით შეიძლებოდეს იმის თქმა, თუ ერთდროულად რისი ჩატევა
შეიძლება ავტომობილში. გაიზომა როგორც ინვალიდის ეტლები, ასევე სამთო ველოსიპედები,
მპ3 პლეიერები და სათვალეებიც კი...
No comments:
Post a Comment