21 ივლისი
ისევ წვიმის ლატარეა და ისევ ფერნანდო ალონსო.
მსოფლიო ჩემპიონატის ლიდერი კვლავ პირველია. დაძაბულ პაექრობაში, მან უკან მოიტოვა
სებასტიან ფეტელი, მარკ უებერი და მიხაელ
შუმახერი. მესამე დროის მიუხედავად, უებერი რბოლას მერვე პოზიციიდან დაიწყებს,
რადგან მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი შეცვალეს.
კვლავ ათეულის მეორე
ნახევარში არიან „მაკლარენის“ პილოტები, ოღონდ აქ უნდა აღინიშნოს ის, რომ ჯენსონ
ბატონმა, როგორც იქნა, თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს აჯობა. და ამით, თავის ფანებს
იმის იმედი დაუბრუნა, რომ მას მოწინავეთა შორის კვლავაც ვიხილავთ. რაც შეეხება „ლოტუსის“
პილოტებს, რომენ გროჟანი ათეულს მიღმაა, კიმი რაიკონენი კი
ამავე ათეულის ბოლოში. ამასთან, ფრანგს მე-15 პოზიციიდან მოუწევს რბოლის დაწყება.
ამ შემთხვევაშიც, მიზეზი კოლოფის შეცვლაა.
აღარაა საჭირო ლაპარაკი იმაზე, რომ „ფერარი“ მდევრის
როლშია. ამ სეზონში საუკეთესო მანქანა არ არსებობს. ერთი პარამეტრით კი, რომელიც
სტაბილურობაა, იტალიური გუნდი გამოირჩევა. პირველ რიგში, ამ სტაბილურობაში ის
ფაქტი მოიაზრება, რომ მარანელოელები სტაბილურად და რაც მთავარია, შედეგიანად (ეფექტურად)
ავითარებენ თავიანთ მანქანას, რომელიც ყველა ტიპის ტრასაზე კონკურენტუნარიანია. ეს
კი ნიშნავს, რომ ალონსო სეზონის გამორჩეული ფავორიტია. ჯერჯერობით მაინც. და ასე
იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ ესპანელი რბოლას უქულოდ დაასრულებს.
სხვათა შორის, რა მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას,
ამას ერთი ფაქტი კარგად ხსნის: „ლოტუსი“ აშკარად ყველაზე სწრაფი მანქანაა, მაგრამ
მისი პილოტები სტაბილურობით ვერ გამოირჩევიან. სწორედ ამიტომაა, რომ მათი ჯილა
კიმი რაიკონენი მხოლოდ მეხუთე ადგილზეა და ლიდერ ალონსოს 46 ქულით ჩამორჩება.
ლაპარაკი აღარაა „მაკლარენზე“, რომელსაც ჩავარდნებისთვის მიზეზები აღარ ელევა. „რედ
ბული“ კი... სტაბილურობის მხრივ, ალბათ „ფერარისთვის“ ყველაზე ძლიერი მეტოქე ისევ
ავსტრიული გუნდია. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე ასე სჩანს...
რაც შეეხება კვალიფიკაციას, წვიმის გამო, ის კიდევ
უფრო ძნელად პროგნოზირებადი გახდა. ბოლო წამამდე შეუძლებელი იყო იმის თქმა, თუ ვინ
მოიგებდა პოულს. მართალია, ალონსომ იმ მომენტისთვის საუკეთესო შუმახერის საუკეთესო
დროს თითქმის ორი წამი მოაკლო, მაგრამ მაინც იყო იმის შანსი, რომ ბოლოს ვინმე,
თუნდაც ისევ შუმახერი გაისროდა. მაგრამ ვერავინ გაისროლა. ყველაზე ახლოს ესპანელის
შედეგთან ისევ ფეტელი გაჩერდა. ჰო, მართლა, ფეტელს შინ ჯერ არ მოუგია და ალბათ
წარმოგიდგენიათ, რა მონდომებით გამოვა სტარტზე.
„მერწმუნეთ, ეს რბოლა სასიამოვნო არ ყოფილა. ასეთ
პირობებში ძალიან ძნელია უშეცდომოდ წრის გავლა, გაცილებით ადვილი კი უსაფრთხოების
ზოლში გასეირნება, ან კედელთან გაჩერებაა. ეს იყო რბოლა გადარჩენისთვის. ასეთ დროს
ცდილობ, წრე დაასრულო და თუ ეს გამოგივიდა, ნებისმიერი შედეგით კმაყოფილი რჩები“,
- განაცხადა ალონსომ, ვინდ ზედიზედ მეორე წვიმიანი, კარიერაში კი 22-ე
კვალიფიკაცია მოიგო.
გერმანიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ფერნანდო
ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:40.621
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:41.026
3. მარკ
უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:41.496
4. მიხაელ
შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:42.459
5. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:43.501
6. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:43.950
7. ჯენსონ
ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:44.113
8. ლუის
ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:44.186
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:44.889
10. კიმი
რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:45.811
- - - - - - - - - -
11. დანიელ
რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:39.789
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:39.933
13. კამუი
კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:39.985
14. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:40.212
15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:40.574
16. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:40.752
17. ნიკო
როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:41.551
- - - - - - - - - -
18. ჟან-ერიკ
ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:16.741
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:17.620
20. ვიტალი
პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:18.531
21. შარლ
პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:19.220
22. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:19.291
23. პედრო
დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:19.912
24.
ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:20.230
სასტარტო რიგი
1. ფერნანდო
ალონსო (ესპანეთი, ფერარი)
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)
3. მიხაელ
შუმახერი (გერმანია, მერსედესი)
4. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)
5. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)
6. ჯენსონ
ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
7. ლუის
ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)
8. მარკ
უებერი (ავსტრალია, რედ ბული)
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)
10. კიმი
რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)
11. დანიელ
რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)
12. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)
13. კამუი
კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)
14. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)
15. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)
16. ჟან-ერიკ
ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)
18. ვიტალი
პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)
19. შარლ
პიკი (საფრანგეთი, მარუსია)
20. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)
22. ნიკო
როსბერგი (გერმანია, მერსედესი)
23. პედრო
დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment