Saturday, July 21, 2012

„ფორდ C-მაქს ენერჯი“ – „ტოიოტა პრიუს პლაგ-ინის“ ღირსეული მეტოქე


Ford C-MAX Energi Plug-in Hybrid to Deliver 550-Mile Range, More than 20 Miles on Electric Power
21 ივლისი
როდესაც ბაზარს ისეთი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს, როგორიც ჰიბრიდული ავტომობილების სეგმენტში „ტოიოტა პრიუსია“, ბუნებრივია, რომ ყველა ახალი კონკურენტი სწორედ იაპონურ ბესტსელერს ედრება. და არცთუ იშვიათად, უკეთესი მონაცემებიტაც გამოირჩევა.

ასეთთა რიცხვს მალე პლაგ-ინ ჰიბრიდული „ფორდ C-მაქს ენერჯი“ დაემატება, რომელიც ამერიკული კომპანიის განცხაედბით, „პრიუსს“ სულფთა ელექტრონული გარბენის სიშორით სჯობნის. ანუ, მას მარტო ელექტროძრავებით 32 კილომეტრის გავლა შეუძლია, რაც „პრიუსის“ ანალოგიურ მაჩვენებელზე თითქმის ორჯერ მეტია. გარდა ამისა, ცისფერი ოვალი გვატყობინებს, რომ ამ მინივენს ერთი სავსე ავზით დაახლოებით 890 კილომეტრის გავლა შეუძლია (ამ კლასის ავტომობილების რეკორდი).
მართალია, ავზის ტევადობაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ „ფორდის“ ინფორმაციით, პლაგ-ინ ჰიბრიდულ მინივენს 152 (95 მილის) კილომეტრის გასავლელად ერთი გალონი, დაახლოებით 3.785 ლიტრი საწვავი ჰყოფნის. ეს კი თანამედროვე სერიული პლაგ-ინ ჰიბრიდულ ავტომობილებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია.
ამერიკული კომპანიის განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ „C-მაქს ენერჯიზე“ მუშაობისას, ინჟინრების ერთ-ერთ მთავარი მიზანი, მხოლოდ ელექტრული ენერგიით გადაადგილებისას სვლის უფრო მეტი სიშორის მიღწევა იყო, ვიდრე პლაგ-ინ „პრიუსს“ აქვს. საბოლოოდ კი, ამ მიზნის შესრულებასთან ერთად, ელექტრული მინივენი ელექტროძრავის დახმარებით უფრო სწრაფადაც გადაადგილდება. ოღონდ, ამ შემთხვევაში დამადასტურებელი ციფრები მოყვანილი არ არის.
პლაგ-ინ ჰიბრიდული „C-მაქსი“ აღჭურვილია ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ძრავით და ელექტროძრავით, რომელსაც ენერგიით ელემენტების ბლოკი კვებავს. ამ დანადგარების ჯამური სიმძლავრე 188 ცხენის ძალაა. უფრო მეტ მონაცემებს ამ ავტომობილზე „ფორდი“ მისი პრემიერისას გაგვაცნობს, რომელიც პარიზის მოტორ შოუზე ჩატარდება, მის გაყიდვას კი ამერიკული კომპანია შოუს დასრულებიდან ცოტა ხანში დაიწყებს. ფასებიც გაყიდვის დაწყების წინ გამოცხადდება.



ასევე წაიკითხეთ

გორდონ მარი ავტოინდუსტრიაში რევოლუციას ამზადებს

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7622.html


„ლოტუს უორლდ ქარ კონცეპტ“ - ძალიან იაფი და ეკონომიური

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_13.html

No comments:

Post a Comment