21 ივლისი
„მერსედს-ბენცს“ თავის კონკურენტებზე ბევრი ტექნლოგიური
სიახლე აქვს დანერგილი და ამით გერმანული კომპანია ამაყობს. მაგრამ გასაბერი ღვედების
გამოყენების მხრივ, პიონერი ვეღარ იქნება, რადგან ეს სიახლე პირველებმა „ფორდმა“
(ექსპლორერზე) და „ლექსუსმა“ (LFA-ზე, ორივემ ეს ორი წლის წინ გააკეთა) უკვე
გამოიყენეს. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სამქიმიანები ამგვარი რამის
გამოყენებაზე უარს იტყვიან.
პირიქით, მალე გასაბერი ღვედებით (სახელად ბელტბეგ)
S-კლასის განახლებული სედანის უკანა სავარძლები აღიჭურვება. ასეთი ავტომობილების
გაყიდვას შტუტგარტელები მომავალ წელს დაიწყებენ, შემდეგ კი ეს სიახლე, მათს სხვა
მოდელებზეც სწრაფად გავრცელდება.
„ფორდის“ სისტემის მსგავსად, „მერსედს-ბენცის“ „ბელტბეგი“
მხოლოდ უკანა სავარძლებისთვის იქნება განკუთვნილი. სისტემაში შეკუმშულ აირს
გამოიყენებენ, რომელსაც ღვედების იმგვარად დაბერვა შეუძლია, რომ მისი სისქე სამჯერ
გაიზრდება. ამგვარად, გაიზრდება ღვედსა და მგზავრის მკერდს შორის შეხების ფართობი,
რაც შეჯახებისას წარმოქმნილ დარტყმით ძალას უფრო თანაბრად გადაანაწილებს.
მაგრამ თუ ამერიკული კომპანიის სისტემა გვერდითა და
პირისპირ შეჯახებაზე რეაგირებს, გერმანულისა მხოლოდ პირისპირ შეჯახების შემთხვევებისთვისაა
გათვალისწინებული.
სხვათა
შორის, „ფორდის“ მარკეტოლოგები ამაყობენ იმით, რომ მათი გასაბერი ღვედები, მყიდველტა
შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. ოპციის სახით, ამ სისტემას, „ექსპლორერის“
მყიდველთა თითქმის ნახევარი უკვეთავს. მალე კი მსგავსი სისტემებით, სედან „მონდეოსაც“
დააკომპლექტებენ.
No comments:
Post a Comment